in

რემონტის გიდი: როგორ განვათავსოთ ფილები აბაზანაში

დღეს აბაზანის კედლებსა და იატაკზე კერამიკული ფილების სწორი განაწილების შესახებ გვსურს საუბარი. გიამბობთ, თუ როგორ უნდა განათავსოთ ფილები იატაკსა და კედლებზე იმგვარად, რომ იდეალური სიმეტრია და ვიზუალი მიიღოთ.

აბაზანის მოპირკეთებისას სასურველი შედეგის მიღებაში ორი ძირითადი შეცდომა გვაბრკოლებს:

  1. არასწორი ფილის არჩევა
  2. ფილის არასწორად დაგება/გაკვრა

ოსტატები ფილების დაგება/გაკვრის სამ სახეს ასხვავებენ:

1. „უშნო“

ამ შემთხვევაში ოსტატი კედელზე მთლიანი ფილების გაკვრას იწყებს და ბოლოს დარჩენილი სივრცის შესავსებად შესაბამისი ზომის ნაჭერს იყენებს. ამ დროს კედელზე უშნო ჩანართი ჩნდება და წყობაც არაესტეტიკურად ჩანს, აქედან წარმოიშვა მისი დასახელებაც „უშნო“.

2. „პროვინციული“

ეს არის შემთხვევა, როდესაც ოსტატი პირველის მსგავს მიდგომას იყენებს, ოღონდ დარჩენილ ნაჭერს ორ ნაწილად ყოფს და წყობის თავსა და ბოლოში აკრავს. ამ დროს წყობის ბოლოებში ორი ერთნაირი, ვიწრო ჩანართი ჩნდება. ზოგ შემთხვევაში იმაზე უფრო ვიწრო, ვიდრე „უშნო“ წყობის დროს. ძირითადად (გამონაკლისებზე ქვემოთ ვისაუბრებთ) ასეთ წყობას პროვინციელი ოსტატები იაფფასიანი ფილით, იაფფასიან აბაზანებში აკეთებენ.

3. „კლასიკური“

ყველაზე მარტივი, სწორი და ლოგიკური წყობაა, რაც ოსტატისგან სამ მარტივ ნაბიჯს მოითხოვს:

  • უნდა გაირკვეს რამდენი მთლიანი ფილა დაეტევა ერთ რიგში;
  • დათვლილ რაოდენობას მოვაკლებთ ერთ მთლიან ფილას;
  • მთლიან ფილებს ვაკრავთ ცენტრში და დარჩენილ ცარიელ ადგილზე ვაკრავთ ორ ტოლ ნაჭერს. ასეთი წყობის მთავარი პრინციპია, რომ ჩანართი მთლიანი ფილის სიგრძის ნახევარზე გრძელი იყოს. ამ ხერხით საუკეთესო ვიზუალურ ეფექტს ვღებულობთ. მეტი ფილა იხარჯება, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ სილამაზისთვის გაღებული 1-2 კვადრატულით მეტი ამად ღირს.

გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც „ფუნქციურობა“ სტილზე მნიშვნელოვანია:

შემთხვევა #1

როცა კედლის სიგანე მხოლოდ ერთი მთლიანი ფილის მოთავსების საშუალებას იძლევა, ორი თანაბარი სიგანის ფილის გაკვრა საუკეთესო გამოსავალია (ზევიდან პირველი ვარიანტი). ამ შემთხვევაში ცენტრში გამავალი შეერთების ადგილი იდეალური გადაწყვეტილებაა.

შემთხვევა #2

როცა მთლიანი ფილის ჩატევას 1-2 სანტიმეტრი ჭირდება, ყველაზე ლოგიკური სივრცის ფართის ხელოვნური შემცირებაა.

შემთხვევა #3

როდესაც პატარა სივრცეში სარევიზიო ღიობის მოთავსება გვიწევს, სადაც საკომუნიკაციო ქსელების უხეში წმენდის ფილტრები, მრიცხველები და ონკანებია მოთავსებული. ასეთი ფარული კარადის ზედაპირზე მხოლოდ მთლიანი ფილის გაკვრაა რეკომენდებული. შესაბამისად, ეს ის შემთხვევაა, როცა „პროვინციული“ წყობა ერთადერთი ვარიანტია.

იატაკის ფილის წყობა

იატაკზე არანაირი ფარული ლუქების საჭიროება არ არსებობს, ამიტომ ვმოქმედებთ „კლასიკური“ წყობით. ცენტრში ვათავსებთ მთლიან ფილებს და გვერდებზე ჩანართებს. აქაც რამდენიმე გამონაკლისი არსებობს:

შემთხვევა #1

თუ წყობა საშხაპეში მიმდინარეობს, მაშინ ის მთელ იატაკზე „კლასიკურად“ უნდა შესრულდეს, ხოლო  სააბაზანო ნიჟარის არსებობისას, ფილას „კლასიკურად“ აბაზანის კიდიდან ვაგებთ. ამ დროს კედელთან, სადაც აბაზანაა მიდგმული, პატარა ჩანართს მივიღებთ, თუმცა მას აბაზანა დაფარავს და საგანგაშო არაფერია.

შემთხვევა # 2

როცა სააბაზანო ოთახი ორი არათანაბარი სიბრტყისგან შედგება, შესასვლელთან არსებულ უფრო დიდ სიბრტყეს „კლასიკურად“ ვაგებთ, ხოლო ხელსაბანის ქვეშ მოთავსებულ სიბრტყეში არსებული ჩანართები ამ შემთხვევაში არაარსებითია.

და ბოლოს, როგორც წესი, ფილა ჰორიზონტალურად ეკვრება, მისი ვერტიკალური წყობა ძალიან იაფი ან ძალიან ძვირადღირებული ფილების გაკვრის დროს გვხვდება.

ამ მარტივი გიდის მეშვეობით თქვენ უკვე გაქვთ საჭირო ინფორმაცია აბაზანაში ფილების სწორად განაწილების შესახებ. შემდეგი ნაბიჯი უკვე პროექტის განხორციელებაა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ამ ეტაპზე ფინანსური რესურსის სიმცირე გაბრკოლებთ, გახსოვდეთ, რომ გამოსავალი მაინც არსებობს: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის დახმარებით და დაიმტკიცოთ რემონტის სესხი. ეს არის კომფორტული პროცედურა, რომელსაც ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორიც არის სესხის აღების გამარტივებული პროცესი, პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ფასდაკლებები ავეჯისა და სამშენებლო მასალების შოურუმებში და სხვა. შესაბამისად, თუ თქვენ სახლში ახალი ფერებისა და ატმოსფეროს შეტანა გსურთ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია.

ზღვის სანაპიროზე ცხოვრების უპირატესობები და “მზიური გარდენსი” როგორც ახდენილი ოცნება

ტური ჯენი კეინის ლოს-ანჯელესის სახლში