in

12 ადგილი თბილისში, სადაც აბაზანის ნიჟარას შეიძენთ

აბაზანის ინტერიერის მნიშვნელოვანი ატრიბუტია ნიჟარა, რომელიც სივრცეში ცენტრალურ ადგილს იკავებს და ინტერიერის ხასიათს განსაზღვრავს. ფუნქციურ მახასიათებლებთან ერთად, სასურველია, პროდუქტი ვიზუალურადაც დახვეწილი იყოს, რათა მყუდრო და მიმზიდველი გარემო შექმნათ.

დღეს იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც აბაზანის ნიჟარის შეძენას შეძლებთ.

1. VitrA Georgia

1942 წლიდან „VitrA“ მაღალი ხარისხის სააბაზანო მასალასა და აქსესუარებს  აწარმოებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. მრავალფეროვანი თურქული პროდუქციის შეძენა საქართველოში, „VitrA Georgia“-ს შოურუმში შეგიძლიათ, სადაც განსხვავებული ტიპის ხელსაბანებსაც შეარჩევთ.

2. Belle Maison 

მსოფლიო ბრენდების სააბაზანო აქსესუარების თვალისმომჭრელ ასორტიმენტს გთავაზობთ „Belle Maison“-ი. თუ აბაზანის მდიდრულად და ელეგანტურად გაფორმებას გადაწყვეტთ, მის შოურუმს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

3. Bagno Design 

იმისათვის, რომ აბაზანაში განსაკუთრებული გარემო შექმნათ, ინტერიერზე განსაკუთრებულად უნდა იზრუნოთ, თითოეული დეტალი ერთმანეთს შეუხამოთ, შედეგად კი ორიგინალურ სივრცეს მიიღებთ. საოცნებო აბაზანის მოწყობაში  „Bagno Design“-ი დაგეხმარებათ.

4. Roxy Georgia

ევროპული ბრენდების ხარისხიანი მოდელების შეძენა „Roxy Georgia“-შიც შეგიძლიათ, სადაც სხვადასხვა ფორმისა და ზომის პროდუქციის დიდი არჩევანი დაგხვდებათ. ამასთანავე, მისი ნაწარმი გამძლეობით გამოირჩევა და მარტივი მოსავლელიცაა.

5. იდეალი 

2004 წლიდან სავაჭრო ცენტრი „იდეალი“ სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების მიმართულებით ქართულ ბაზარზე აქტიურად საქმიანობს. მრავალ საყოფაცხოვრებო ნივთთან ერთად, ცენტრი სააბაზანოს ნიჟარების მრავალფეროვან კოლექციასაც გთავაზობთ.

6. გალერეა დემასი

ევროპული ბრენდების ნაწარმი დაგხვდებათ „გალერეა დემასის“ შოურუმშიც, სადაც განსხვავებული დიზაინისა და ფორმის მოდელებია თავმოყრილი. თქვენთვის სასურველი ნიჟარის შერჩევა აქ არ გაგიჭირდებათ.

7. ნოვა 

იმისათვის, რომ აბაზანა დასვენებისა და განტვირთვის სასიამოვნო ადგილად აქციოთ, ინტერიერი თქვენს გემოვნებასა და სურვილებს უნდა მოარგოთ. „ნოვა“ ის ადგილია, სადაც სასურველი ნიჟარის შერჩევას შეძლებთ.

8. White Studio 

თუ ორიგინალური სააბაზანო სივრცის მოწყობა გსურთ, „White Studio“-ს შოურუმი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. მაღაზია საინტერესო ხელნაკეთ მოდელებს გთავაზობთ, რომლებიც აბაზანაში გამორჩეულ განწყობას შექმნის.

9. Mihouse 

სააბაზანო ნიჟარების ფართო არჩევანი დაგხვდებათ „Mihouse“-ში, რომელიც  ინტიმური, მყუდრო გარემოს მოწყობაში დაგეხმარებათ. ამიტომაც, თუ სააბაზანოს განახლებას გადაწყვეტთ, მისი მონახულება ნამდვილად ღირს.

10. Bricorama

ჰიპერმარკეტი „Bricorama“ საინტერესო, მომხიბვლელ მოდელებს გთავაზობთ, რომლებიც სააბაზანოს გაგიმრავალფეროვნებთ და მოსახერხებელ ჰიგიენურ ზონასაც შექმნის.

11. დომინო

კომფორტული აბაზანის მოწყობაში „დომინოც“დაგეხმარებათ. განსხვავებული სტილის მოდელებს შორის თქვენთვის სასურველს მარტივად შეარჩევთ და თქვენს ინტერიერსაც იდეალურად შეუხამებთ.

12. გორგია

გორგია“ არაერთ საჭირო და აუცილებელ პროდუქტს აერთიანებს, მათ შორის, სააბაზანოს ნიჟარებსაც, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს თქვენი სააბაზანოს კომფორტსა და მყუდროებას.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

უნიკალური „ამოყირავებული“ სახლი ნიდერლანდებში

მოდერნისტული ხის სახლი დანიის სულისშემკვრელ სანაპიროზე