in

რემონტის მართვა დისტანციურად – ახალი სიტყვა ქართულ სარემონტო სივრცეში “ამქარისგან”

რემონტი ჩვენში, ანუ ქართველებში ორგვარ – დადებით და უარყოფით ასოციაციას იწვევს. დადებითად ნამდვილად შეგვიძლია შევაფასოთ ის, რომ სახლი ჩვენთვის სასურველ სივრცედ უნდა გარდაიქმნას, თუმცა, თითქმის შეუძლებელია, ეს ჩვენი უდიდესი ძალისხმევისა და ენერგიის გარეშე მოხდეს. ამ ყველაფერს დიდი “რადგან” მოსდევს.. იმისთვის, რომ რემონტის ყველა ეტაპი არ გაპრობლემდეს, თავიდან ბოლომდე ჩართულები უნდა ვიყოთ მასში და ფიზიკურად ვაკონტროლოთ პროცესი.

სულ ცოტა ხნის წინ კი ქართული რემონტის სამყაროში ორმა ადამიანმა, ნუგი ბეკარიშვილმა და ელენე სვანიძემ ძალიან თამამი განაცხადი გააკეთეს, რაც რემონტის დისტანციურად მართვას ეხება. ეს განაცხადი აქციეს კომპანიად და შექმნეს “ამქარი”. თუ რა მომსახურებას გვთავაზობს ის და როგორაა შესაძლებელი მისი მეშვეობით რემონტის დისტანციური მართვა, ამაზე კომპანიის დამფუძნებლებს დეტალურად გავესაუბრეთ:

ნუგი ბეკარიშვილი და ელენე სვანიძე

– “ამქარი” – სახელწოდება უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენი კომპანია ხელობასთან ასოცირდება. როგორია თქვენეული ინტერპრეტაცია? – გვიამბეთ ამქარის იდეის შესახებ

ამქარის მიზანია, ადამიანთა გონებაში რემონტთან დაკავშირებული ასოციაციები შეცვალოს; სრულიად ჩამოაშოროს მომხმარებელი რემონტის ყოველდღიურობას, აგრძნობინოს მას, რომ ეს არ არის საქმე, რომელსაც სპეციფიკურად სჭირდება დიდი დროითი რესურსის გამოყოფა. “ამქარის” მომხმარებელს შეუძლია, მხოლოდ საკუთარ სურვილებზე ფიქრს დაუთმოს დრო, გაუზიაროს ის “ამქარის” გუნდს და, სხვა მხრივ, საერთოდ არ მოწყდეს საკუთარი ჩვეული ცხოვრების რიტმს.

– რა სერვისებს აერთიანებს “ამქარის” საქმიანობა?

“ამქარი” მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებას ინტერტიერის დიზაინის, სარემონტო სამუშაოებისა თუ ბინის სრული კეთილმოწყობის მიმართულებით. იქნება ეს შავი კარკასი, თეთრი თუ მწვანე, ამქარი ნებისმიერი ტიპის სარემონტო სამუშაოს ასრულებს. მომხმარებელს ვთავაზობთ მასალების ფართო სპექტრს. შეგვიძლია, მოვერგოთ ნებისმიერ ხედვას და ისე წარვმართოთ თითოეული დეტალი, როგორც მომხამარებელს სურს. ამასთან, ამქარი სრულიად ინოვაციური ციფრული სერვისია, რომელიც დამკვეთს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს რემონტის მიმდინარეობის პროცესი დისტანციურად.

– საკმაოდ თამამი განაცხადია რემონტის კონტროლი დისტანციურად. საიდან გაჩნდა იდეა, შეგექმნათ მსგავსი ციფრული მომსახურება?

რემონტი საქართველოში საკმაოდ ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. ადამიანებს, რომლებსაც ერთხელ მაინც უსარგებლიათ მსგავსი სერვისით, ძირითადად, საკმაოდ მძიმე გამოცდილება აქვთ ხოლმე. რემონტის პროცესში ბევრი სხვადასხვა, სპეციფიკური უნარის მქონე ადამიანია ჩართული და იმისთვის, რომ პროცესი სწორად და სწრაფად წარიმართოს, მათ შორის კოორდინაციაა საჭირო. სწორედ მომხმარებლის უარყოფით გამოცდილებაზე ფიქრმა მიგვიყვანა იმ აზრამდე, რომ, ამ მიმართულებით გამართული სერვისი შეგვეძლო შეგვექმნა. თუმცა, გაციფრულება არ ყოფილა ერთადერთი ნაბიჯი. იმისთვის, რომ მომხმარებელმა ციფრულად აკონტროლოს პროცესი, კომპანიამ უნდა შექმნას ისეთი ორგანიზაციული სისტემა, რომელიც თავად მას მისცემს ფიზიკური კონტროლის საშუალებას.

– მათ, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია საქმე თუნდაც ოთახის გარემონტებასთან, კარგად იცის, თუ როგორი მნიშვნელოვანია ამ პროცესის ფიზიკური ზედამხედველობა – თქვენ ამ ყველაფერს მათ დისტანციურად სთავაზობთ – როგორაა რემონტის კონტროლი ამ გზით შესაძლებელი?

როგორც აღინიშნა, ფიზიკური კონტროლის აუცილებლობა არ ქრება, უბრალოდ ეს მოხმარებლის დროითი თუ ნებისმიერი ტიპის რესურსის ხარჯზე აღარ ხდება. “ამქარის” თანამშრომლებს კონკრეტული პასუხისმგებლობები აქვთ კომპანიის მიმართ, რომელთა შესრულებასაც თავად ამქარი ადევნებს თვალს, თავის მხრივ კი, კომპანიას მომხმარებლის წინაშე აქვს პასუხისმგებლობა და სწორედ ციფრული სერვისის საშუალებით, ამქარი მომხმარებელს მუდმივ რეჟიმში აწვდის სხვადასხვა ტიპის მასალას, მათ შორის, ვიზუალურს, რაც აძლევს მას საშუალებას, აკონტროლოს მიმდინარე სამუშაოები.

– ნდობის ფაქტორი – ალბათ ეს ისაა, რაც ქართველ მომხმარებლებს თქვენგან პირველ რიგში სჭირდებათ… როგორ ახერხებთ მათი ნდობის მოპოვებას?

იმისთვის, რომ არსებობდეს ნდობა, ინფორმაცია, რომელსაც “ამქარი” აწვდის მომხმარებელს, უნდა იყოს დამაჯერებელი. “ამქარს” აქვს კონკრეტული სამუშაო სტრატეგია, რომელსაც, ცხადია, თავიდანვე უზიარებს მომხმარებელს, სამუშაოების სია დეტალურად არის გაწერელი და “ამქარის” ვებ გვერდიდან მომხმარებელი თვალს ადევნებს კონკრეტული სამუშოს სტატუსს; თუმცა, ვინაიდან არსებობს გამოცდილება ამ სფეროში, რომ შეიძლება რაღაც გითხრა, თუმცა, ზედმიწევნით არ შევასრულო, ვიზუალური მასალის მნიშვნელობა ძალიან დიდია. როდესაც მომხმარებელი ხედავს რამდენიმე დღეში ერთხელ განახლებულ ფოტოებს, შეუძლია კომენტარის დაწერა, შეკითხვების დასმა, შენიშვნების გაზიარება და შემდგომ დღეებში უკვე ამ ახალი ცვლილებების დანახვა. შესაბამისად, შეუძლებელია ნდობის ფაქტორი არ არსებობდეს. ამასთან, ამ საქმეში ხშირია ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რაც მომხმარებელს დაცულობის შეგრძნებას არ უჩენს, ამიტომა ჩვენ შემთხვევაში ყოველი დეტალი, მათ შორის, ვადებიც სრულყოფილად არის გაწერილი ხელშეკრულებაში.

– მსგავსი იდეის განსახორციელებლად ალბათ საკმაოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო, “ამქარის” დაწყებიდან დღემდე რა სირთულეები გაიარეთ და დაძლიეთ?

“ამქარი” ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და მთავარი სირთულე, ალბათ, მაინც, ერთი მხრივ, მომხმარებლის ნდობის მოპოვება, ხოლო მეორე მხრივ, ინფორმაციის ისე მიწოდება იყო, რომ ის სრულფასოვნად ასახავდეს როგორც ამქარის იდეას, ასევე, ზოგადად, მომსახურების ან კერძოდ, ციფრული მომსახურების შინაარსს.

საწყის ეტაპზე სირთულეს წარმოადგენდა იმ ადამიანური რესურსის მობიზილიზება, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, ჩვენი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ხარისხის მაღალი სტანდარტი; თუმცა, ამ ეტაპზე “ამქარს” ჰყავს სამშენებლო ექსპერტები და სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოების აღმსრულებლები, რომელთაც ამ საქმეში 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ.

– როგორ ფიქრობთ, რით გამოირჩევა “ამქარი” ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი პროფილის კომპანიებისგან?

ამქარი, პირველ რიგში, გამოირჩევა სისწრაფითა და კომფორტით; თუმცა, ამავდროულად, ჩვენი კომპანია ასევე ახერხებს, რომ მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი და მრავალფეროვანი მომსახურება. საზოგადოებაში რემონტი უარყოფით ასოციაციებს იწვევს, ვინაიდან ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ “შავი სამუშაოს” შესრულება მოუწევთ. “ამქარი” კი დამთრგუნველ, დამღლელ სამუშაოს მთლიანად საკუთარ თავზე იღებს და საშუალებას აძლევს მომხმარებელს, რემონტი იყოს მისთვის შთაგონებისა და განახლების პროცესი.

– დღეს რა ეტაპზეა კომპანია? 

ამ ეტაპზე “ამქარი” ცდილობს, მომხმარებელს გააცნოს თავი, მიაწოდოს მას სრულყოფილი ინფორმაცია მომსახურების სპეციფიკის შესახებ და აუხსნას, როგორ ან რატომ უნდა გამოიყენოს ესა თუ ის ციფრული სერვისი, რომელსაც კომპანია სთავაზობს მას.

– სამომავლოდ როგორი გეგმები გაქვთ?

პირველ რიგში, გვინდა, რომ ამ სფეროში დავამკვიდროთ გარკვეული სარემონტო სტანდარტი. ამასთან, უფრო მარტივი და ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაზე მორგებული გავხადოთ ჩვენი ციფრული სერვისი, რომელიც მომავალში ვებთან ერთად აპლიკაციის სახით იქნება ხელმისაწვდომი.

ბინა თბილისში სკანდინავიური ეკლექტიკის სტილში – მარიკა გოგიბერიძის ინტერიერი

არქიტექტურის ჰარმონიული კავშირი გარემოსთან – ლისი ტოპოგრაფის მთავარი უპირატესობა