in

NBA-ს ვარსკვლავის — ანდრე ოგუოდალას შესანიშნავი სახლი კალიფორნიაში

Banner M2
Banner M2

როდესაც ოჯახი საოცნებო სახლის დასაპროექტებლად ოკლენდში დაფუძნებულ Redmond Aldrich Design-ს დაუკავშირდა, ანდრე ოგუოდალას მეუღლეს — კრისტინას კომპანიისთვის ბევრი ინფორმაცია არ გაუზიარებია. მას ისიც კი არ აღუნიშნავს, რომ ანდრე გოლდენ სტეიტ უორიორსის სუპერვარსკვლავია.

„კრისტინა ძალიან მოკრძალებულია“ — ამბობს დამფუძნებელი ქლოე რედმონდ უორნერი, რომელიც, დიზაინერ ტეილორ შანაჰანთან ერთად, პროექტს ხელმძღვანელობდა. კრისტინამ უორნერის გუნდს გაანდო, რომ სურდა დახვეწილი, მაგრამ თანამედროვე ფრანგული დიზაინით შთაგონებული ესთეტიკა, უამრავი ადგილით ოჯახისა და მეგობრების მასპინძლობისთვის. მან შანაჰანთან ხაზი გაუსვა, რომ სახლს საკმაოდ დიდი ზომის ავეჯი დასჭირდებოდა. „კრისტინამ მითხრა: „ჩემი ქმარი ძალიან მაღალია“, იხსენებს შანაჰანი, „და ცოტა ხნის პაუზის შემდეგ დასძინა: „და მისი ყველა მეგობარი ძალიან მაღალია“.

ბოლო 18 წლის განმავლობაში, ანდრე, გოლდენ სტეიტის გარდა, ფილადელფიაში, დენვერში და მაიამიში თამაშობდა, მაგრამ როდესაც უკვე ოჯახი მზად იყო მუდმივი ფესვების გასადგმელად, სწორედ მაშინ დაუკავშირდა კრისტინა Redmond Aldrich-ს. „ჩვენი ვაჟი სკოლას რამდენიმე წელიწადში დაამთავრებს, ასე რომ, საშუალო სკოლის შუა პერიოდში საცხოვრებლის გამოცვლა სწორი არ იქნებოდა“ – ამბობს კრისტინა.

წყვილის სახლი ულამაზესი ეზოთი, რომელსაც ადგილობრივი მცენარეები და რედვუდის ტყის ხედები ამშვენებს, კალიფორნიული ცხოვრების განსახიერებად იქცა. „სახლი ძალიან ნათელია“, – აღნიშნავს უორნერი. სივრცეში ჰაეროვანი არქიტექტურა ფერთა ნეიტრალურ პალიტრასთან და ბუნებრივ ტექსტურებთან არის შერწყმული. ოფიციალური მისაღებისთვის, რომელსაც ორმაგი სიმაღლის ჭერი და აუზზე ხედი გააჩნია, შეირჩა ავეჯი, რომელიც მშვიდ, მაგრამ მდიდრულ ატმოსფეროს ქმნის. თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული ბუხრის ზემოთ წარმოჩენილია ფერთა „აფეთქება“ ნიგერიელი ამერიკელი მხატვრის — ოდილი დონალდ ოდიტას აბსტრაქტული ნახატის სახით, რომელიც სივრცესთან ნათელ კონტრასტს ქმნის.

„არქიტექტურა და დიზაინი საკმაოდ მდუმარე და თავშეკავებულია“, აღნიშნავს უორნერი, „მაგრამ ხელოვნება სივრცეს ელასტიკურობას მატებს.” ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წყვილი თანამედროვე ხელოვნების მრავალფეროვანი პორტფელის შექმნით იყო დაკავებული. „შავკანიანი არტისტების მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“, — განმარტავს კრისტინა. „არ მინდოდა ჩვენი სახლი მუზეუმად ქცეული, რაც, სივრცისა და ჭერის სიმაღლის გათვალისწინებით, ადვილად მისაღწევი იქნებოდა. მსურდა, სტუმრებს გავმასპინძლებოდით და ჩვენი სახლით ყველას ერთად მიგვეღო სიამოვნება.“

რა უნდა გავითვალისწინოთ მაგიდის სანათის შეძენამდე – 3 მთავარი კრიტერიუმი

ახალგაზრდა მამაკაცისთვის შექმნილი ბინა ჭავჭავაძის გამზირზე – “იდააფ არქიტექტორების” ნამუშევარი