in

კოლექციების შეგროვების ესთეტიკა – ენ ვუდის ხელოვნება

ენ ვუდმა თითქმის მთელი ცხოვრება თავისი მრავალი კოლექციის შეგროვებასა და ორგანიზებას დაუთმო. როცა ის 12 წლის იყო, დედამ მისი საძინებელი ოთახი ჭერიდან იატაკამდე კაშკაშა თეთრი საღებავით შეღება, ენს თავისი საკუთარი საღებავი მისცა და უთხრა, რომ შეექმნა ის, რისი დანახვაც თავად სურდა კედლებზე. ყოველ უქმე დღეს ენი საათებს ატარებდა კედლებზე ყვავილების, ჩიტებისა და ცხოველების ხატვაში.

 

‘სწორედ ამან მომცა ფართო პერსპექტივით ფიქრის უნარი’-ამბობს ენი,-‘ საკუთარი დედის მიერ საძინებლის მოხატვის ნებართვის მიღება სრული თავისუფლება იყო ჩემთვის და ამ მშვენიერების შექმნამ თავდაჯერებულობა შემმატა’.

ამ დროიდან მოყოლებული ენს არასდროს შეუწყვიტავს სხვადასხვა კოლექციების შექმნა თუ კურატორობა. მეტიც, მან ეს საქმე თავის პროფესიად აქცია. ენი აიოვაში, ფერმაში გაიზარდა, სადაც გარშემორტყმული იყო ბუნებით, მცენარეებითა და მშვენიერი ბაღებით. ახლა ის მინესოტაში ცხოვრობს და თავის უკანა ბაღს საკუთარ კოლექციად აღიქვამს.

ენ ვუდი ყველაფერს აგროვებს, იტალიური მინის ორნამენტებიდან დაწყებული ვინტაჟური ქურთუკებისა და მინიატურული კერამიკული ნივთების ჩათვლით. ყოველ გაზაფხულს მისი ბაღი ახალ სახეს იღებს მისი რომელიმე კოლექციის მიხედვით.

თავის სტუდიაში, რომელიც მინეაპოლისში მდებარეობს,  ენმა ისეთი ნამუშევრები შექმნა, რომელთა გამოფენასაც ერთ დღეს მუზეუმში იმედოვნებს.

ენს საკუთარი სტილი აქვს – ის კოლექციებს აგროვებს კედლებზე, ჯამებში, წიგნებში და ყუთებშიც კი, ფაქტობრივად, იქვე, სადაც შთაგონება ეწვევა. თითოეულ ნიმუშს ის დღეების, ხანდახან კვირების განმავლობაშიც კი ამუშავებს, რათა ისინი არ დააზიანოს და დროის სვლის წინაშე შეძლებისდაგვარად მდგრადი გახადოს.

ბომი კიმის „უცნაური ავეჯის სერია“

2020 წლის დიზაინის ტრენდები – რუსა თუმანიშვილის შეჯამება