in

ბომი კიმის „უცნაური ავეჯის სერია“

რა არის პირველი, რაც ავეჯზე ფიქრისას გახსენდებათ? დიზაინერი ბომი კიმისთვის ეს სიტყვა „სტატიკაა“. სწორედ ამ მარტივი სიტყვით დაიწყო მან თავისი “უცნაური ავეჯის” სერიების წარმოება, რომელიც შეიცავს როგორც ფიქსირებულ, სტატიკურ დეტალს, ასევე, მოძრავ, მოტივტივე ნაწილს და ქმნის თითქოს შეუსაბამო, თუმცა ნამდვილად უნიკალურ და საინტერესო ნამუშევრებს.

პროექტის იდეა ფიზიკურად უცნაური ჰარმონიიდან წარმოიშვა, განსაკუთრებით კი წმინდა გეომეტრიისა და არაფორმალური მასების სიმბიოზიდან გამომდინარე, რომლებზეც ვერავინ იფიქრებდა, რომ ერთმანეთს შეეწყობოდნენ. დიზაინერის აზრით, ეს უცნაური კომბინაცია ადამიანის ცნობისმოყვარეობას აღძრავს. ერთი შეხედვით, ავეჯის თეთრი, მრუდი ელემენტები რბილად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად ისინი მყარი პლასტმასისგანაა დამზადებული. „მინდოდა, პუბლიკისთვის უცნაური იდეა შემეთავაზებინა, ვეცადე, ერთმანეთთან შემერწყა მაგარი და რბილი ზედაპირები,“-ამბობს ბომი კიმი.

„მეშინია მოულოდნელი სიტუაციებისა და გამოწვევების. ჩემი შიში რომ დამემარცხებინა, „უცნაური სერია“ შევქმენი. მომწონს ავეჯის დიზაინისას გეომეტრიული ფიგურების გამოყენება, თუმცა ამჯერად სწორი ხაზების ნაცვლად მრუდი ხაზები გამოვიყენე.“

10 რჩევა ჭურჭლის სარეცხი მანქანის ასარჩევად

კოლექციების შეგროვების ესთეტიკა – ენ ვუდის ხელოვნება