in

ღრუბლების შთაგონებით შექმნილი საბავშვო ბაღი ჩინეთში

Alliance Group
Alliance Group

ეს საბავშვო ბაღი ჩინეთის ქალაქ ჩენდუში მდებარეობს, ღრუბლების პარკის გვერდით და ისეა დაპროექტებული, რომ მისი შენობა გემს მოგაგონებთ. შენობის ჭერზე ლურჯი ფერი ჭარბობს, რომელიც ცისა და ღრუბლების შთაბეჭდილებას ქმნის.

ბაღი ბავშვებისთვის საჭირო ყველა სახის ინვენტარს მოიცავს, გამოყენებულია ნათელი ფერები, შექმნილია სათამაშო ადგილები და დიდი სივრცის მქონე სამზარეულო. პროექტის ავტორებს სურდათ, რომ ბაღს ქალაქის ხასიათი და საზოგადოების განწყობა გამოეხატა.

ჩვეულებრივი შესასვლელის ნაცვლად, ბაღს დიდი ოთახი აქვს, რომელიც დიზაინით პარკის შესასვლელს ჰგავს. შესასვლელისა და ძირითადი ოთახების დასაკავშირებლად შექმნილია არა მხოლოდ ტრადიციული გზა, არამედ სხვადასხვა სახის სათამაშოები, სასრიალოები და სავარჯიშო ადგილები.

საკლასო ოთახები მაქსიმალურად არის მიმსგავსებული საძინებელთან. აქ შეხვდებით თბილ ფერებს, სადა დიზაინს და სახლისთვის დამახასიათებელ ავეჯს, რათა ბავშვებმა თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნონ.

არქიტექტურული ფირმა: TEKTONN ARCHITECTS

რუბრიკის წარმდგენია ალიანს ჯგუფი” 

თბილისში მურალების ფესტივალი დაიწყო

7 რჩევა სახლში კომფორტული სამუშაო ზონის მოსაწყობად