in

ტური ბრუკლინელი ინტერიერის დიზაინერის საოცნებო საოჯახო სახლში

„მე კოლექციონერი ვარ“ – ამტკიცებს ჯენა ჩუსედი – Chused & Co.-ს დამფუძნებელი ინტერიერის დიზაინერი, რომელიც ვინტაჟური საგანძურის მაძიებელია. „11 წლის ასაკიდან სიძველეების თაყვანისმცემელი ვიყავი და ეზოს ვაჭრობებში ვმონაწილეობდი“. გასაკვირი არ არის, რომ ჯენას ეს უნარები საკუთარი სახლის დეკორირებისას გამოადგა. ეს არის მომხიბლავი იტალიური ქალაქის სახლი, რომელიც ბრუკლინის ფოთლოვან ფორტ გრინის უბრანში მდებარეობს. ჩუსედმა, რომლის კლიენტთა სიაში მსახიობი მიშელ გომესი შედის, საცხოვრებელი სახლი მისი „გაშლილი განლაგების, 12-ფუთიანი ჭერის, სუფთა ხაზებისა და მოხდენილი სტილის“  გამო შეარჩია. მან რემონტი პანდემიის დაწყებამდე 6 თვით ადრე დაასრულა.

რემოდელირების პერიოდში ჩუსედი, კლიენტების დადასტურების მოლოდინის გარეშე საკუთარი მოსაზრებების განხორციელებით ტკბებოდა. ოთახების გაერთიანება, ბუხრის გადაადგილება და სივრცის მთლიანი ატმოსფეროსთვის შესაფერისი ელეგანტურობით გაჟღენთა შედარებით სწრაფი გადაწყვეტილებები აღმოჩნდა. ხოლო განახლების სხვა ეტაპები, როგორიც არის ფანჯრების დამატება, სტრუქტურის მეტი ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფის მიზნით, არც ისე ადვილი იყო.

ერთი შესამჩნევი ცვლილება განხორციელდა შესასვლელში, სადაც ჩუსედმა პირვანდელი თაღი ამოიღო და ის უფრო ძველით ჩაანაცვლა. თაღის შიგნით ჩასმულმა კარებმა ტერიტორიის დიამეტრი დაახლოებით ნახევარი მეტრით გააფართოვა. გამჭვირვალე ფარდები და მუხის, ამრეკლავი იატაკი სივრცის კიდევ უფრო განათებასა და გაბრწყინებას ემსახურება.

რაც შეეხება ავეჯს, ვინტაჟური სკამები, გარემოს მორგებული დივნები და დახვეწილი ჭაღები ევროპული განწყობის შექმნას უწყობს ხელს. სამზარეულოში ჩუსედმა ღია თაროები დაამატა, რათა სახლის საკოლექციო ნივთები უკეთ წარმოეჩინა. სასადილო ოთახში, რომელიც თავდაპირველად სამზარეულოს ნაწილი იყო, ბელგიურ გობელენს ანჯელო მარჯაროტის მიერ შექმნილი სასადილო სკამები ავსებს.

თუმცა, ჩუსედის საყვარელი სივრცე შეიძლება მისაღები ოთახი იყოს, რომელიც საკუჭნაოს გადაკეთების ხარჯზე შეიქმნა. ინტერიერს Anabo-ს ულამაზესი ფრესკული შპალერი ფუთავს, ხოლო Flos Viscontea-ს ჭაღი, Cassina-ს მწვანე ხავერდოვანი სავარძელი და თავად ჩუსედის დიზაინის დივანი სივრცეს მყუდრო გარემოს მატებს.

ძირითად საძინებელში დიზაინერს მიეცა შესაძლებლობა, ერთი შეხედვით განსხვავებული ელემენტების შერწყმის უნარი წარმოეჩინა. (საინტერესოა, რომ ბუხრის მარმარილოს საფარი სამზარეულოში მდებარე ამჟამად სუფთა და მინიმალისტური ბუხრიდან არის აღებული.)

საბავშვო ოთახი გამარტივებული ფერებისა და ტექსტურების თანმიმდევრულ გადმოცემას წარმოადგენს, რაც, ნაწილობრივ, ჩუსედის დონა კარანთან მუშაობის დროზე მიგვანიშნებს. ვინაიდან ბავშვები ფორტეპიანოზე უკრავენ და ჩუსედის მეუღლე კომპოზიტორია, მუსიკალური ოთახი პრაქტიკულად აუცილებელი მოთხოვნა იყო.

განახლების სამუშაოები დიდი ხნის დასრულებულია, დეკორაცია მზად არის. ცხადია, რომ ჩუსედმა, ერთი შეხედვით ვიწრო ქალაქურ სახლში ოსტატურად გამოჭედა სივრცე და ოჯახური ცხოვრების ცოცხალი გრძნობა შექმნა. როგორც ჩანს, ეს სახლი ქალაქური ფუფუნების განმარტებაა.

ნეიტრალური ელფერების გამოყენების წესები თანამედროვე ინტერიერში

Herman Miller – ავეჯის ნოვატორი ბრენდის ისტორია