in

ქერი ბრედშოუს ლეგენდარული ბინა ნიუ-იორკში Airbnb-ზე ქირავდება

Banner M2
Banner M2

და ასე მოულოდნელად, “სექსი დიდ ქალაქში-ს” მოყვარულებს საშუალება ექნებათ, ლეგენდარული სახლი მანჰეტენზე დღიურად იქირაონ. ერთი შეხედვით მოულოდნელი და გასაოცარია, თუ როგორ შეიძლება ვიცხოვროთ სერიალის სახლში, რომელიც უამრავ ისტორიას იტევს და რომელიც არა ინსტალაცია, არამედ რეალური სახლია!

სახლი, რომელსაც სერიალის განმავლობაში რამდენჯერმე დაემუქრა გაყიდვის საფრთხე, რამდენიმე ფუნქციურ ზონას ძალიან მარტივად და იდეალურად იტევს.

საძინებელი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სახლის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე დიდი ნაწილია, რომელიც პირდაპირ იმ ფანჯარასთანაა, საიდანაც ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ხედი იშლება.

საძინებლის წინ კი თაროები, მცირე მისაღები სივრცე და ეს განახლებული კარადაა. შეიძლება ითქვას, რომ 1990-იანების სახლმა ალბათ სწორედ გაქირავების მიზნით, მცირედად მართლაც განიცადა რენოვაცია, რაც ავეჯსაც ეტყობა და კედლებსაც. თუმცა, ამ სივრცეს ხასიათი ნამდვილად არ დაუკარგავს.

სამუშაო კუთხე, რომელიც ამ ხედიდან მშვენივრად ჩანს, სერიალის მთავარი პერსონაჟისთვის მთავარი ადგილი იყო – სწორედ აქ იქმნებოდა ის სტატიები, რაზეც მთლიანად აეწყო სერიალი, ანუ – რუბრიკა “სექსი დიდ ქალაქშის” სვეტები..

სერიალის მოყვარულებს ალბათ ეს ორივე ტელეფონი ეცნობათ, რომლებიც მართლაც არიან ამ სახლის განუყოფელი ნაწილები და საიდანაც უამრავი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ზარი განხორციელებულა.

და, აი, ისიც – ადგილი, რომელსაც ქერი ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა – გარდირობი! ასე რომ, ნებისმიერი მოდას აყოლილი ადამიანისთვის ეს ადგილი სრულყოფილია!

უცნაურია, რომ აქ ასევე დაგხვდებათ ძალიან ძველი და ძალიან ბევრი მეილისა თუ სვეტის შემცველი კომპიუტერი, რომელიც ამ სახლის იდენტობას ნამდვილად ქმნის.

ქერი ბრედშოუს ბინის ქირაობა Airbnb პლატფორმის მეშვეობით არის შესაძლებელი.

სადღესასწაულო განათების 5 ძირითადი შეცდომა

რა უნდა ვიცოდეთ ურბანული დიზაინზე? – ნუცა ბახტაძის გზამკვლევი