in

LED განათება – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

IPS
IPS

LED ნათურების გამოყენება მარტივი და ბიუჯეტური გზაა სახლის გასანათებლად. 90-იან წლებში მწარმოებლებმა გააფართოვეს ფერების არჩევანი და შეამცირეს ფასი, რამაც მასობრივად მიიპყრო მყიდველების ყურადღება.

ასეთი განათება უამრავი სახით გვხვდება, არსებობს თხევადკრისტალური ეკრანები, ნათურები, LED ზოლები და ასე შემდეგ. ისინი ცვლიან სტანდარტულ სინათლის წყაროებს და გამოირჩევიან ეკო მეგობრულობით.

რა სახის LED განათება არსებობს?

LED განათების ყველაზე პოპულარული ტიპია ნათურები, პანელები და ზოლები. ეს უკანასკნელი გამოიყენება ჭერის გასანათებლად. ისინი საჭიროა ფუნქციური და ზოგადი განათებისთვის და არის სტანდარტული ნათურების უფრო გამძლე ანალოგი.

ნათურები იყენებენ ნახევარგამტარულ დიოდებს, რომლებიც ასხივებენ სინათლეს მაშინვე, როგორც კი დენი გადის ნახევარგამტარულ კრისტალებში.

ნათურის შეფუთვაზე, როგორც წესი, უამრავი მახასიათებელია დატანილი და თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია.

სტანდარტული ნათურებისგან განსხვავებით, LED ნათურები ფარავენ ბევრად უფრო მეტ ფართობს და ძლებენ დაახლოებით 50000 საათის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ამ ტიპის განათება შედარებით ძვირია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მათ ენერგოეფექტურობას, ხანგრძლივი პერიოდის შემთხვევაში, LED ნათურა უფრო ბიუჯეტურია, ვიდრე სტანდარტული მოდელი.

ე.წ ლენტები არის ზოლები, რომლის მთელ ზედაპირზე LED-ებია განთავსებული და ერთიან სქემას ქმნიან. ლენტის უკანა მხარე არის წებოვანი, რომლის წყალობითაც ლენტი შეიძლება დამაგრდეს ნებისმიერ ზედაპირზე.

დიოდების რაოდენობა 1 მეტრზე 40-დან 120 ცალამდე მერყეობს და რაც უფრო დიდია მათი რაოდენობა, მით უფრო მეტ სინათლეს გამოყოფს ლენტი.

ამასთან, ლენტი საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელიცაა, ის დრეკადია და ერგება როგორც კედელს, ასევე თაროს და სხვა სახის ზედაპირებსაც. შესაძლებელია მისი სასურველ სიგრძეზე გადაჭრაც, რაც სრულიად უსაფრთხოა და მოწყობილობას არ დააზიანებს.

LED პანელი არის დიოდური განათების ყველაზე მრავალფეროვანი და კრეატიული მოდელი, რომელიც უკვე გამოიყენება სახლის ინტერიერში, თუმცა მაღალი ღირებულების გამო, მას ძირითადად დეკორატიული მიზნებისთვის იყენებენ.

რა მახასიათებლები აქვს LED განათებას?

ამ სახის განათება კარგად ჯდება ნებისმიერი სახის ინტერიერის დიზაინში. ის მდგრადია ტენიანობის მიმართ და შეიძლება დამონტაჟდეს აბაზანაშიც კი. როგორც წესი, განათებაზე მოთავსებულია სილიკონის საფარი, რომელიც იცავს მას მტვრის, ორთქლისა და წყლის ნაწილაკებისგან.

განათებას მოყვება მართვის პანელიც. მისი დახმარებით შეგიძლიათ შეცვალოთ განათების რეჟიმები და შედარებით ძვირადღირებული მოდელის შეძენისას, მოწყობილობის მართვას ტელეფონიდანაც შეძლებთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, LED განათება შედარებით ძვირია, თუმცა მისი მომსახურების ვადამ შეიძლება 10 წელზე მეტს მიაღწიოს, ამ დროის განმავლობაში ის მაქსიმალურად ზოგავს ენერგიას, შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ბიუჯეტური.

აგრეთვე, ძაბვის უეცარი მომატების გამო განათება არ გადაიწვება და მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები.

კომპაქტურობა LED განათების კიდევ ერთი უპირატესობაა. მისი დამალვა შესაძლებელია გასაჭიმი ჭერის კიდეების ქვეშ.

რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ LED განათების დამონტაჟებამდე?

იმის გასაგებად, თუ როგორი განათება გვჭირდება, ჯერ კარგად უნდა გავიგოთ და განვასხვავოთ მისი ტიპები. ინტერიერის გათვალისწინებით, გამოყოფენ რბილ განათებას, რომელსაც ძირითადად საძინებლებში ამონტაჟებენ. რბილი განათება კარგად ერგება მისაღებ ოთახსაც, რადგან ის თანაბრად ავსებს მთელ სივრცეს და ქმნის კომფორტულ გარემოს.

არსებობს აქცენტური განათებაც, რომელიც არის შედარებით უფრო კაშკაშა და გამოიყენება მაშინ, როდესაც გვსურს კონკრეტული ავეჯის ან დეტალის ხაზგასმა.

როგორია ოთახის წყაროების ოპტიმალური რაოდენობა?

LED განათების კლასიკური გზა არის ერთი ჭაღი, რომელიც მთელს ოთახს ერგება. ის არა მხოლოდ ანათებს სივრცეს, არამედ დიზაინის ელემენტსაც წარმოადგენს.

განათებისთვის რეკომენდებულია რამდენიმე წყაროს გამოყენება. ამ გზით მარტივად შეძლებთ იმის გაკონტროლებას, თუ ოთახის კონკრეტულად რომელი ნაწილის განათება გსურთ.

როდის არ არის რეკომენდებული LED ნათურების გამოყენება?

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის განათება სააბაზანოშიც დასაშვებია, ექსპერტები გვირჩევენ, რომ მაღალი ტენიანობისა და ტემპერატურის მქონე ადგილებში ის არ გამოვიყენოთ.

როგორია განათების მონტაჟის სპეციფიკა?

LED განათების დასაყენებლად საჭიროა დენის გადამყვანი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწყობილობა, რომლის გარეშეც განათება არ იმუშავებს. თუ ლენტი მრავალფერიანია, მას სჭირდება კონტროლერიც, რომელიც ფერების შეცვლაზე იქნება პასუხისმგებელი. ხშირ შემთხვევაში, საჭიროა გაგრილების სისტემაც, რათა განათება არ გადახურდეს.

როგორია LED ნათურების ღირებულება?

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე მზა მდგომარეობაში მყოფი განათება, რომლის ფასებიც 400 ლარიდან იწყება და ხარისხისა და ფერების მიხედვით იზრდება.

როგორ გავწმინდოთ საშხაპე ონკანი სახლის პირობებში? – 5 მარტივი და სასარგებლო რჩევა

ოკეანის ხედებით შთაგონებელი საცხოვრებელი სახლი კანადაში – Mcleod Bovell Modern Houses-ს პროექტი