in

ულამაზესი კლასიკური დუპლექსი სტოკჰოლმში

Banner M2
Banner M2

დღეს ჩვენ ვიმოგზაურებთ სტოკჰოლმში და ვესტუმრებით ულამაზეს კლასიკურ სახლს ხის იატაკით, სპილენძის ელემენტებითა და ფრანგული სტილის მთავარი სააბაზანოთი.

90მ2 ფართობის მქონე ბინა წარმოადგენს დუპლექსს, რომელიც ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში მდებარეობს. ზედა სართული მოიცავს მისაღებ ოთახს, სამზარეულოს, ორ საძინებელსა და პატარა სააბაზანოს. ქვედა სართულზე კი განლაგებულია მთავარი საძინებელი და გრანდიოზული, ფრანგული სტილის სააბაზანო.

მზიანი სამზარეულო თბილ თვეებში ფუნქციონირებს, როგორც მისაღები ოთახის გაფართოება. ერთი მთლიანი კედელი სამზარეულოს ნაცრისფერი კარადებისთვის გამოიყენება. ამ ოთახში განსაკუთრებულ ატმოსფეროს სპილენძის ელემენტები ქმნის. მარმარილოსგან დამზადებული სასადილო მაგიდა სამზარეულოსა და დასასვენებელ ზონას შორის ბუნებრივ გამყოფს წარმოადგენს.

მისაღებ ოთახს ამშვენებს ბუხარი და ხის მუქი იატაკი, რომელთა კომბინაციაც სივრცეში თბილ ატმოსფეროს ქმნის.

ქვედა სართულზე, საძინებელი აღჭურვილია საწოლის უკან ჩაშენებული გარდერობით, რათა არსებული სივრცე მაქსიმალურად იქნას გამოყენებული.

მთავარი სააბაზანო შეგიქმნით შეგრძნებას, თითქოს ფრანგულ ბუტიკ სასტუმროში ხართ. ასეთივე დიზაინია გამოყენებული ზედა სართულზე განთავსებულ სააბაზანოშიც.

ბლოკი თუ თაბაშირმუყაო – როგორ შევარჩიოთ სასურველი ტიხარი?

რამდენად ღირს ყიდვა/გაყდვა/გაქირავება უძრავი ქონების აგენტის დახმარების გარეშე?