in

ფერები, რომლებიც თქვენი ძილის რეჟიმსა და კეთილდღეობას გააუმჯობესებს

ფერების ფსიქოლოგიის კონცეფცია ერთგვარად ახალ ტალღას წარმოქმნის ინტერიერის დიზაინის სამყაროში. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ სპეციალურად შერჩეული ფერების პალიტრების სპექტრი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაძლიოთ სეზონური, აფექტური აშლილობა და გქონდეთ უკეთესი ძილის რეჟიმი.

მეცნიერულად დამტკიცებული საღებავის იდეა შედგება სამი პალიტრისგან: ფერი ძილისთვის, ფერი სტრესის შესამსუბუქებლად და განწყობის გამაძლიერებელი ფერები ზამთრისთვის. სპეციალისტების აზრით, ილის მომგვრელმა საძინებელმა უნდა გვაგრძნობინოს თავი დაცულად, მოდუნებულად და კმაყოფილად. ამ ყველაფრის მიღწევა კი კედლების ფერით არის შესაძლებელი. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ფერთა სამ პალიტრას:

ფერი ძილისთვის

ეს არის მუქი ლურჯით, მწვანეთი, იასამნისფრითა და მრავალნაირი ნეიტრალური ტონით შექმნილი პალიტრა, რომელიც არა მხოლოდ კარგად გამოიყურება, არამედ თქვენს სხეულსა და გონებას მოდუნების საშუალებას აძლევს.

“ძილის პალიტრა” კაპაროლის კატალოგიდან

ფერი სტრესის შესამსუბუქებლად

როგორც ვნახეთ, ძილის ფერების პალიტრა წარმოგიდგენთ ბუნებისგან შთაგონებულ ფერებს, სტრესის შემსუბუქების არჩევანი კი აგრძელებს ამ ხაზს მწვანესა და ნაცრისფრის სხვადასხვა გრადაციით. ეს ფერები ერთგვარად გიბიძგებთ დაუბრუნდეთ ბუნებას და სახლში ბუნებრივი გარემო შექმნათ.

ბუნებრივ სამყაროში არსებული ფერები ქმნიან სრულყოფილ გარემოს სახლში იმისათვის, რომ სიღრმისეულად ვიფიქროთ, ავიღოთ გონებრივი პაუზა ან თუნდაც ვფოკუსირდეთ საკუთარი თავის მოვლაზე.

“პალიტრა ანტისტრესი” კაპაროლის კატალოგიდან

განწყობის გამაძლიერებელი ფერები

როდესაც ღამეების ხანგრძლივობა კლებულობს და გარე სამყარო ცივდება, ჩვენი ერთ-ერთი ინსტინქტი – მოვიზიდოთ ენერგია, ძლიერდება. ამაღლებული ფერების გამოყენებით ჩვენს სივრცეში სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიის შემოტანა ერთ-ერთი კარგი ხერხია. გუნება-განწყობის გამაძლიერებელი ფერების პალიტრა შექმნილია სიხარულისა და პოზიტივის მოსატანად და რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი სინათლის შესასრუტად. ესაა ნათელი, უპრეტენზიო ტონები, რომლებიც ნებისმიერი ტიპის ინტერიერში სრულყოფილად ინტეგრირდება.

“განწყობის გამაძლიერებელი პალიტრა” კაპაროლის კატალოგიდან

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

საკუთარი ხელით შექმნილი ზღაპრული გარემო – მხატვარ გოგა ჯაფარიძის სააგარაკე სახლი ქუბრიანთკარში

HKliving – ჰოლანდიური ბრენდი, რომელმაც გლობალური მასშტაბები დაიპყრო