in

HKliving – ჰოლანდიური ბრენდი, რომელმაც გლობალური მასშტაბები დაიპყრო

HKliving არის ინტერიერის ჰოლანდიური ბრენდი, რომელიც ემილ ჰეტსენმა და სანდერ კლავერმა დააარსეს. ბრენდის სახელწოდების – HKliving – შესაქმნელად ორივე მათგანის გვარების ინიციალებია გამოყენებული. შემოქმედებითი გონებისა და მათემატიკური ტვინის კომბინაცია გამარჯვების მომტანი ფორმულა აღმოჩნდა.

HKliving ქმნის მარტივად გამოსაყენებელ კოლექციებს პროდუქტებით, რომლებიც ტრადიციული და პრაქტიკული დიზაინით არის შთაგონებული. კომპანია პატივს სცემს ისტორიას, იმავდროულად, ცდილობს, ნივთებს თანამედროვე სახე და შეგრძნება შესძინოს. დაპროექტების პროცესში აქცენტი კეთდება პირველ რიგში, ორიგინალური სტილის პატივისცემაზე და შემდგომ პრაქტიკული, მარტივად გამოსაყენებელი ნივთების შექმნაზე.

HKliving-ის საკიდი განათება და მაგიდის კერამიკული სანათი
ღვინის ჭიქა HKliving-ის დიზაინით
მწვანე ხალიჩა და ლარნაკები HKliving-ის მიერ

ბრენდის ისტორია

2002 წელს ემილ ჰეტსენი – ერთ-ერთი დამფუძნებელი, იყო ანტიკვარული ნივთების პროფესიონალური მყიდველი, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე უნიკალურ, ლამაზ ნივთებს ეძებდა და ევროპის მასშტაბით სხვადასხვა მშვენიერი პროექტების განხორციელებით მათ ახალ სიცოცხლეს ჩუქნიდა. 2008 წელს მოთხოვნამ ვინტაჟურ ავეჯსა და განათებაზე პიკს მიაღწია, ამიტომ ემილმა, თავისი მომხმარებელთა ბაზისთვის უფრო დიდი რაოდენობისა და მრავალფეროვანი პროდუქციის მისაწოდებლად ალტერნატივების ძიება დაიწყო. აზიაში რამდენიმე პროდუქტის წარმოებაში დასახმარებლად ის დაუკავშირდა თავის ბავშვობის მეგობარს – სანდრე კლავერს, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო ბიზნესში მოღვაწეობდა. სწორედ ამ გარემოებამ მიიყვანა ბავშვობის მეგობრები HKliving-ის შექმნამდე. პირველი კოლექცია, რომელიც მხოლოდ 28 პროდუქტს მოიცავდა, პირველი წლის განმავლობაში 12 ქვეყანაში გაყიდვის შედეგად გლობალური გახდა. ამჟამად HKliving მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს. სწორედ ეს არის ნამდვილი გლობალური მოღვაწეობა!

ვინტაჟური მწვანე ხავერდის დივნის კომბინაცია მწვანე ხალიჩასთან
სფეროსებრი ჭაღი

მე ყოველთვის ვეძებ ობიექტებს, რომლებიც დიდებული, მშვენიერი და, იმავდროულად, მკაფიოდ გამოხატული ფუნქციის მქონეა. ეს მინისგან დამზადებული თასი შექმნილია ჩემს სიცილიურ სახლში არსებული ორნამენტული თასის ინსპირაციით” – ამბობს მარი ოლსონ ნილანდერი HKliving-თან ერთად შექმნილი ამ შესანიშნავი თასის შესახებ.

HKliving-ის ვარდისფერი ხალიჩა, მწვანე შემინული კარადა და მაგიდის სანათი ნარინჯისფერი სადგამით
დივანი, ხალიჩა, ლარნაკები, ბალიშები და პატარა მაგიდა

HKliving-ის პროდუქციის შეძენა საქართველოში MYSA-ს შოურუმშია შესაძლებელი.

ფერები, რომლებიც თქვენი ძილის რეჟიმსა და კეთილდღეობას გააუმჯობესებს

იატაკის დაგება – რა ჯდება ეს მომსახურება საქართველოში