in

ძველ აბანოში გაკეთებული ახალი ბიბლიოთეკა

OLYMPUS DIGITAL CAMERA
Banner M2
Banner M2

ტაივანში არსებული ბიბლიოთეკა J.C. Architecture-სა და Motif Planning & Design-ის ახალი პროექტია, რომელიც ძველ აბანოშია გაკეთებული. ავტორების თქმით, ეს არ არის მხოლოდ ბიბლიოთეკა, არც მხოლოდ 83 წლის აბანოს მონუმენტი ან კულტურული ადგილი, არამედ ამ ყველაფრის სიმბოლური გაერთიანებაა.

შენობაში შესვლისას, რომლის განათებული დერეფანი სავსეა წიგნების სურნელით, მომენტალურად ხდები მშვიდი და ჰარმონიული ატმოფეროს ნაწილი.

ინტერიერის დიზაინის ინსპირაცია, სწორედ მიტოვებული აბანო გახდა. ოთახის ცენტრში გვხვდება წიგნების აუზისმაგვარი თარო, რომელსაც “წიგნების აუზს” ეძახიან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულებას არ გააჩნია განსაზღვრული ფუნქცია. აქ იმართება როგორც მუსიკალური კონცერტები, ასევე ლექციები და უბრალოდ საინტერესო შეხვედრები. მნიშვნელოვანია, რომ ორიგინალური აბანოს კონცეფცია ტრანსფორმირებულია ლიტერატურის ცენტრის სახით.

როდესაც კიბეებით ქვედა სართულზე გადაინაცვლებთ, მოხვდებით 50 წლის აბანოს სახლში, რომელიც განკუთვნილი იყო თამბაქოს ქარხანაში მომუშავე ქალთათვის, რადგან გაეწმინდათ თავიანთი სხეულები თამბაქოს ნარჩენებისგან. ოთახის კედლის ვინტაჟური ფილებითა და  აბანოს დიზაინის დეტალების შენარჩუნებით, უფრო მეტად მძაფრდება სიძველისა და დროის შეგრძნება, რაც წარსულის პატივისცემის სიმბოლური გამოხატულებაა.დიზაინერებს ძალიან საინტერესოდ აქვთ გადაკეთებული არსებული აბაზანა წიგნების აუზად, რაც წარმოადგენს ძველისა და ახლის კომბინაციას.

ჭერის ცენტრალურ ნაწილში სავინტილაციო ჭრილიდან შემოსული მზის განათებისა და გარშემო დამონტაჟებული წრიული განათების ურთიერთქმედებით თვალწარმტაცი სურათი იხატება.

ბიბლიოთეკის ბაღიც საკმაოდ საინტერესოდ არის დაგეგმარებული, მცენარეები კუნძულებად არის დარგული ხრეშიან ნაცრიფერ ზედაპირზე. ღამით კი მიწიდან წამოსული განათება ულამაზეს სანახაობას ახვედრებენ სტუმრებს.

 

მთლიანი სივრცე ძალიან სპირიტუალურია, რასაც შიდა ეზოც ამტკიცებს. ულამაზეს ბაღში, რომელიც სავსეა სხვადასხვა ყვავილებითა და ბუჩქებით, იქმნება პოზიტიური და მშვიდი ატმოსფერო. კედლის ძველი ტექსტურა და ანტი-ავანგარდული დეტალები მნახველებს თავისუფლებისა და ჰარმონიის შეგრძნებას ანიჭებს, სწორედ ასეთი უნიკალური თავისებურებები განაპირობებს შენობის პოპულარობას, რომელიც მუდმივად დატვირთულია ვიზიტორებით.

წყარო: Archdaily.com

მეტალი – შენობის მოსაპირკეთებელი მასალა

10 განსხვავებული აუზი და იდეები მათ მოსაწყობად