in

მეტალი – შენობის მოსაპირკეთებელი მასალა

მეტალის მოპირკეთება ხშირად გამოიყენება არქიტექტურულ პროექტებში და მას ვხვდებით როგორც არქიტექტორ ჯეიმს სალივანის ორგანულ ფორმებში, ისე ფენკ გერის დეკონსტრუქტივისტულ პროექტებში. 

მეტალი გამოიყენება როგორც ფასადის მოსაპირკეთებელი მასალა და გასაოცარი ვიზუალის გარდა, ითვლება საკმაოდ გამძლე მოპირკეთებად. იქიდან გამომდინარე, რომ მარტივია მისი ფორმირება, არსებობს უამრავი გზა თუ როგორ შეიძლება ის დეფორმირდეს და მიმაგრდეს შენობის ფასადზე.

არსებობს სხვა და სხვა ტიპის მეტალის მოპირკეთება, რომელსაც მიმოვიხილავთ ამ სტატიაში:

The Art Science Museum at Marina Bay Sands by Safdie architects

უჟანგავი ფოლადი (Stainless steel): ქრომის ოქსიდის თხელი ფენით დაფარულ ფოლადს უწოდებენ უჟანგავ ფოლადს. ქრომი ხელს უშლის კოროზიის დროს ჟანგვის პროცესს, ასევე იგი გამოირჩევა თავისი სუფთა, გაპრიალებული ვიზუალით.

Grant House by Austin Maynard Architects

გალვანზებული ფოლადი (Galvanized steel): ეს არის ფოლადი დაფარული თუთიის თხელი ფენით, რომელიც ასევე ხელს უშლის ჟანგის წარმოქმნას. უჟანგავი ფოლადისგან განსხვავებით, მას აქვს განსხვავებული შესახედაობა, თუთიით დაფარვა მას ანიჭებს უფრო აჭრელებულ ელფერს, რომელსაც ინგლისურად უწოდებენ Spangle-ს.

Elevon Campus by Ehrlich Yanai Rhee Chaney Architects

COR-TEN ფოლადი (Weathering/COR-TEN steel): შექმნილია ისე, რომ დამცავი ფენა, რომლითაც ის არის დაფარული იღებს დაჟანგებული მეტალის შესახედაობას, მაგრამ ამასთანავე იცავს ფოლადს რეალურად დაჟანგებისგან. COR_TEN უნდა იყოს ზედმიწევნით სწორად შექმნილი, რომ შეინარჩუნოს ეს ინდუსტრიული ესთეტიკა.

Marc Chagall School by Paritzki and Liani Architects

ალუმინი (Aluminum): ალუმინი ბუნებრივად მდგრადია ჟანგის მიმართ, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას პროეტში გამოყენებას. ასევე აქვს შესანიშნავი წონისა და სიმტკიცის თანაფარდობა, მაგრამ მისი უარყოფითი მხარეა ის, რომ მარტვად იკაწრება .

Guggenheim Museum Bilbao by Frank Gehry

ტიტანი (Titanium): ტიტანიც არქიტექტორების ფავორიტია მისი მსუბუქი წონის და სიმტკიცის გამო. ისიც უფრო მდგრადია დაჟანგვის მიმართ, თუ შემდგომ მისი მოვლა სწორად მოხდება. ფრენკ გერის გუგენჰაიმის მუზეუმის ფასადი ტიტანით არის მოპირკეთებული, რომელიც დაიჟანგა დროთა განმავლობაში, როგორც არქიტექტორი ამბობს ეს სწორედ არა შესაფერისი მოვლის ბრალია

Ga On Jai by IROJE KHM Architects

თუთია (Zinc): გამორჩეულია თავისი წყალგაუმტარი და კოროზიისადმი მდგრადი თვისებებით, ასევე იმუნურია ულტრაიისფერი მავნე სხივების ზეგავლენის მიმართ და გააჩნია აღმდგენი თვისებები, მაგალითად – თუ მასალა დაიკაწრა, შეუძლია დროთა განმავლობაში აღდგეს.

Columbus Museum of Art Expansion and Renovation

სპილენძი (Copper): სპილენძი ძალიან გამძლე მასალაა და არის შედარებით მსუბუქი ჩამოსხმის, ასევე შესაძლებელია მისი 100%-ით გადამუშავება. დროთა განმავლობაში ჟანგვის გამო იღებს უფრო მომწვანო ფერს.

Fraunhofer-Institut TZA by JSWD Architekten

თითბერი (Brass): თითბერი არის უფრო მოქნილი მასალა და ამიტომ ძალიან ხშირად ვხვდებით როგორც შენობების ექსტერიერში, ასევე ინტერიერშიც. იგი კარგად მუშაობს როგორც დეკორატიული ლითონი და დროთა განმავლობაში, ჟანგვის გამო იღებს მოოქროსფრო მოყავისფრო ფერს.

 

 წყარო: Architizer.com

მარტივი იდეები სათამაშო ოთახის მოსაწყობად სხვენსა თუ სარდაფში

ძველ აბანოში გაკეთებული ახალი ბიბლიოთეკა