in

7 ადგილი თბილისში, სადაც ღობეს შეიძენთ

ღობე ექსტერიერის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც სახლის უსაფრთხოებას, დაცულობას განსაზღვრავს და  მნახველს საცხოვრებლის იერსახეზე პირველად შთაბეჭდილებას უქმნის. შესაბამისად, გარე სივრცის მოწყობისას, თავდაპირველად, ჭიშკრისა და ღობის შერჩევას ვიწყებთ, რათა ეზოს სასურველი სახე მივცეთ. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე დღევანდელ სტატიაში იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც ღობეს შეიძენთ.

1. ლინეა 

ხარისხიანი და კლიმატური ცვლილებების მიმართ გამძლე ღობეების შეძენას „ლინეა“-ში შეძლებთ, სადაც მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი. პროდუქციაში შეხვდებით პანელურ ღობეებსაც, რომლებიც თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

2. ROLAS hand made

ROLAS hand made“-ში ავეჯის ინდივიდუალურ შეკვეთასა და თქვენი დიზაინის მიხედვით, სასურველი ღობის დამზადებასაც შეძლებთ. შესაფერისი მოდელი კი უსაფრთხოების დაცვასთან ერთად, ესთეტიკურად გაამდიდრებს საცხოვრებელს.

3. Trasa 

თუ გამწვანებული,  დეკორატიული ღობეები გხიბლავთ, რათა თქვენი ეზო უფრო მიმზიდველი და მომხიბვლელი გახადოთ, მათი მოძიება „Trasa“-შია შესაძლებელი. პროდუქტი მოთუთიავებული მავთულით მზადდება და გამძლეობითა და ხარისხით გამოირჩევა.

4. Inex Design

მდგრადი და მიმზიდველი დიზაინის მოდელები დაგხვდებათ „Inex Design“-ის შოურუმში. ღობეები, რომელთა მასალაც ხისგან, პლასტმასისა და მინარევებისგან შედგება გარემო-პირობების მიმართ მტკიცეა და ხანგრძლივად მოგემსახურებათ. დამცავი ფენის დახმარებით პროდუქტი არ ლაქავდება, არ ხუნდება, ფერს არ იცვლის, ეკოლოგიურად სუფთაა და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.

5. K Group 

იმ შემთხვევაში, თუ ლითონის ღობეს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ „K Group“-ის საწარმო თქვენთვის სასურველ მოდელს შემოგთავაზებთ და დაგეხმარებათ ეზოსა და სახლის საიმედოდ დაცვაში.

6. ღობე

კიდევ ერთი ადგილი, სადაც შესაფერის მოდელს შეარჩევთ „ღობეს“ შოურუმია. უჟანგავი მასალისგან დამზადებული და ელექტროსტატიკური საღებავით შეღებილი პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს თქვენი ეზოს იერსახეს.

7. FERMO FENCE  

სიმშვიდისა და დაცულობის შესანარჩუნებლად პანელურ ღობეებს  „FERMO FENCE“-შიც შეიძენთ. გარდა იმისა, რომ ის გარე სამყაროსთან ერთგვარ ბარიერს ქმნის და კომფორტული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, დეკორატიულ ფუნქციასაც ითავსებს და ექსტერიერს ალამაზებს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

6 ხერხი ინტერიერის საათზე ნაკლებ დროში გასაახლებლად

5 ტრენდული ფერი საზაფხულო ინტერიერის შესაქმნელად