in

ძველის შერწყმა ახალთან – თანამედროვე აგურის სახლი იტალიის ისტორიულ ქალაქში

იტალიის ისტორიულ ქალაქში, ციტადელაში, Caprioglio Associati Architects-ის არქიტექტორები  დილემის წინაშე დადგნენ – დამკვეთის სურვილის მიხედვით, მათი პროექტის მიზანი იყო ისეთი სახლის დაპროექტება, რომლის ექსტერიერიც ჰარმონიულად იქნებოდა შერწყმული ციტადელას აგუროვან, ქვის შუასაუკუნეობრივ იერსახესთან და ამავე დროს, იქნებოდა თანამედროვე. გარემოსთან შერწყმის სურვილმა  კლიენტთან თანამშრომლობით შექმნილ პროგრამასთან ერთად არქიტექტორებს საშუალება მისცა, შეექმნათ შენობა, რომელიც ორი სახასიათო აგურის კედლით გამოირჩევა. ექსტერიერთან ერთად, სახლის ინტერიერშიც შევხვდებით აგურს, რომელიც დამთვალიერებელს ახსენებს, რომ სწორედ ესაა შენობის მთავარი მასალა. შესაბამისად, შენობის ელემენტები შეესაბამება იმ ფაქტურასა და შესახედაობას, რომლებიც ახასიათებს ამ ისტორიულ ქალაქს.

სახლი ორ ნაწილადაა გაყოფილი, რომელთაგან თითოეული დანაყოფი ხაზს უსვამს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ პროფილებს და სრულიად განსხვავებულად აღქმადს ხდის მას შენობის სამხრეთ და დასავლეთ მხარეებიდან, საიდანაც დამთვალიერებელს კერძო ბაღში შეუძლია გასვლა ციტადელას ლეგენდარული ბასანოს კარიბჭის ხედით დატკბობასთან ერთად. პროექტს სრულიად ინოვაციურს ხდის არქიტექტორების მიერ შექმნილი ისეთი დამატებითი ელემენტები, როგორიც არის ორი ბიოკედელი სამხრეთ და დასავლეთ მხარეებში და ასევე ბინის ვერანდის მწვანე მცენარეული სახურავი.

პირველ სართულზე  შესვლა დასავლეთ მხარეს არსებულ მთავარი შესასვლელიდანაა შესაძლებელი. ამ კარიდან მფლობელებს შეუძლიათ კაბინეტში შესვლა, რომელიც არაა კედლებით შემოსაზღვრული და თავისუფალ სივრცეშია მოწყობილი. სახლის მოქნილი, ჭკვიანური პროექტიდან გამომდინარე, ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია თავისუფლად მოძრაობა,რასაც განაპირობებს სახლის ერთიანი, შეკრული ინტერიერი.

 

ზედა სართულის სივრცის კონფიგურაციის საყრდენს დიდი, ორგანიზებული სამზარეულო წარმოადგენს, ცენტრალური „კუნძულითა“ და ფართო სასადილო მაგიდით. სამზარეულოს საოჯახო ოთახისგან აცალკევებს კედელი ორმხრივი ბუხრით. ამ სივრციდან შესაძლებელია შესვლა სააბაზანოში ან ქვემო სართულზე ჩასვლა. სამზარეულოს ორი მხარე სრულიად გამჭვირვალეა, რომელთაგან ერთი აღქმის უწყვეტობაშია ბაღთან, ხოლო მეორეს (სიდანაც პირდაპირაა შესაძლებელი გასვლა სამხრეთ ვერანდაზე) კაბინეტსა და სასტუმრო ოთახში ჩრდილის შემოტანის ფუნქცია აქვს. სამზარეულო ასევე აღჭურვილია ტექნიკური სამზარეულოთი და საკუჭნაოთი. მეორე, აღმოსავლეთ მხრიდან შესასვლელი კარი ორმაგ სიმაღლეზე იხსნება, რომლიდანაც ბიოკედელსა და შიდა ვერტიკალურ ბაღს უკავშირდება. ამ სივრციდან შესაძლებელია ღია კიბის დანახვა, რომელიც ქვედა სართულსა და სარდაფს უკავშირდება. პირველი სართული ხასიათდება რკინისა და მინის შესასვლელი დერეფნით, რომლის წყალობითაც მუდმივადაა შესაძლებელი გარე აგურისა და ქვის ოსტატურად შესრულებული კომპოზიციების დანახვა და ტკბობა. სახლის ჩრდილოეთ ნაწილში სამი საძინებელი ოთახი და ორი სააბაზანოა მოთავსებული, რომელთაც სამხრეთ მხარეს მასიური, დიდი კედლები აქვთ.

სახლის აღმოსავლეთ ნაწილში მთავარი საძინებელია განთავსებული აბაზანითა და გარდერობის ოთახით. შენობის მიწისქვეშა სართულზე სარდაფია, რომელშიც  განთავსებულია ავტოფარეხი, ტექნიკური და სახლის მომსახურე პერსონალის ოთახები. სარდაფი ზომით ზემოთ მდებარე სართულების ორი მესამედია, სახლის სრული ფართობი კი 500 კვადრატულ მეტრს შეადგენს. აქ მოხვედრა შესაძლებელია მანქანის პანდუსითა და კიბით, რომელიც მთელ სახლს აკავშირებს ერთმანეთთან.

ლეგენდარული პარიზული ბინის რენოვაცია – პიერ იოვანოვიჩის შედევრი

7 ონლაინ მაღაზია საქართველოში, სადაც საახალწლო დეკორაციების შეძენას შეძლებთ