in

HECTOR Bookshelf – ბელგიელი დიზაინერის მიერ შექმნილი სათავსო სისტემა

HECTOR-ის წიგნების სათავსო სისტემა ბელგიელი დიზაინერისა და არქიტექტორის –  ვინსენტ ვან დუისენის მიერ შექმნილი საკულტო დიზაინია, რომელიც თანამედროვე და ფუნქციური ავეჯის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს და მარტივად ერგება ყველა სახის ინტერიერს. აღსანიშნავია, რომ ვინსენტმა პირველი მოდელი Molteni&C-სთვის შექმნა.

თაროების განსხვავებული ზომებისა და ელემენტების წყალობით, კარადა შეიძლება დაპროექტდეს ნებისმიერ ზომასა და ფორმაში. ამას გარდა, თაროების სისტემის განთავსება შეიძლება იატაკიდან ჭერამდე, ოთახის ნებისმიერ სივრცეში და არ საჭიროებს რაიმე სახის წინაპირობას ან განსაკუთრებულ მოთხოვნებს.

თაროების გამორჩეული სისტემა დამზადებულია ალუმინისგან, რომელიც შემდგომში შეღებილია ან დაფარულია ხის ზედაპირით. მოპირკეთების სხვადასხვა შესაძლო კომბინაციები წარმოქმნის ძალიან განსხვავებულ კომპოზიციებს ვიზუალური თვალსაზრისით.

შესაფერისი დიზაინის შერჩევის შემთხვევაში, მაღალტექნოლოგიური წიგნების კარადა შეიძლება გარდაიქმნას ტრადიციულ მოდელად, რომელშიც ხის ელემენტები დომინირებს და მყუდრო შეგრძნებებს აღვიძებს. ამას გარდა, მისი გამოყენება შესაძლებელია ოთახის ცენტრში, ერთგვარი ტიხრის შესაქმნელადაც.

თაროების სისტემა ითვალისწინებს სივრცეს სამუშაო ადგილის შესაქმნელადაც. აქ შესაძლებელია ტექნიკის, მათ შორის ლეპტოპის, პრინტერის და სხვა მოწყობილობების განთავსებაც, რომელთა შენახვაც სპეციალურად ჩაშენებულ კარადებში ხდება.

დღეს HECTOR Bookshelf-ს რამდენიმე ცნობილი ბრენდის შოურუმსა და ონლაინ სივრცეში შეძლებთ, მათ შორისაა Dawson & Co, Mohd Shop და სხვები. ამ მოდელის ფასები, საშუალოდ, $2000-დან იწყება.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელი კომპლექსი მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად?

ბოჰო სტილის შთაგონებით შექმნილი ბინა ბურჯანაძის ქუჩაზე — ხატია ცირგაიას ინტერიერი