in

#Homeisინსპირაცია: დეკორატიული ბუხრის გამოყენების 8 მაგალითი

დეკორატიული ბუხარი არ ათბობს, თუმცა ინტერიერში სიმყუდროვე შემოაქვს და ბინაში აგარაკის ატმოსფეროს ქმნის. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ 8 მაგალითი მოგიძებნეთ, რომლებიც დეკორატიული ბუხრის ინსპირაციისთვის გამოგადგებათ.

დეკორატიულ ბუხარს არ სჭირდება გამწოვი მილი, ბიოსაწვავი ან სხვა ტექნიკური საშუალებები. ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ, მხოლოდ ბუხრის ფასადი და ცოტაოდენი წარმოსახვაა.

დეკორატიული ბუხარი შესაძლებელია შესანახ სისტემად იქცეს. ამ ბინის დიასახლისი სწორედ ამ ფუნქციისთვის იყენებს მას და აქ თავისი ბიბლიოთეკის ნაწილი განათავსა. მე-19 საუკუნის მარმარილოს ბუხარი ვინტაჟური წიგნების ყდებს იდეალურად ეხამება.

სანთლები სუსტ ცეცხლს იძლევა. შესაბამისად, მისი ბუხარში მოთავსება ლოგიკურია. ამ შემთხვევაში გასათვალსწინებელია ბუხრის მასალა – თუ ის ხისაა, უმჯობესია შუქდიოდიანი სანთლების გამოყენება. სასანთლეებით ვარირება და ხასიათის მიხედვით მათი ცვლა კი ნამდვილად კარგი იდეაა.

ეს პროექტი კი ის შემთხვევაა, როდესაც ცეცხლთან თამაში არ ღირს. დიზაინერებმა მოპირკეთებისთვის ტონირებული ნეკერჩხლის ანათალი გამოიყენეს, რომელიც სახლში კარებზეც გვხვდება. ბუხრის შიგთავსი ცარიელი დატოვეს. სამაგიეროდ, ამ მინიმალისტური გადაწყვეტილებით დეკორის მოხერხებული კონსოლი შექმნეს.

აქ ბეტონის ბუხარია გამოყენებული, რომელიც სივრცის არქიტექტურას ხაზს უსვამს. კედლების ნაწილი ამ შემთხვევაში შეღებილი აგურისაა, ამიტომ ბრუტალური მასალა ჰარმონიას სულაც არ არღვევს.

ამ კაბინეტის ბუხარი ასევე დეკორატიულია, თუმცა აგურის დამსახურებით, ის ნამდვილს ჰგავს. ბუხრის თაროზე შემოდგმული ჩიბუხები კი დეკორის ელემენტი ნამდვილად არაა. დიზაინერებს პატარა გამწოვი მილის გაკეთება მოუწიათ იმისთვის, რომ საღამოობით ოჯახის უფროსს ჩიბუხის გაბოლების საშუალება მისცემოდა.

ამ პროექტში სარკიანი დეკორატიული ბუხარი ოპტიკურ ილუზიას ქმნის. მთავარი, დეკორის ნივთების გონივრული განლაგება იყო. ასე გაჩნდა ინტერიერში უზარმაზარი ბურთი-სანათი და იმავე ფერის ყვავილებიანი ლარნაკი, რომელიც ანარეკლში უსასრულოდ მრავლდება.

სარკის გამოყენების კიდევ ერთი ხერხი, თუმცა, ამ შემთხვევაში ზევით. ის დიდი ფანჯრებიდან შემოსულ შუქს ირეკლავს და სივრცეს ვიზუალურად ზრდის. ოქროს ჩარჩო მარმარილოს ბუხარს იდეალურად ერწყმის და ინტერიერს ფრანგულ პეწს სძენს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ბინის მეპატრონე დიდი ხანი პარიზში ცხოვრობდა.

თუ ვინტაჟური ბუხარი თანამედროვე ინტერიერს დიდად არ უხდება, „თამამად“ შეგვიძლია ის განვაახლოთ და კედლის ფერში შევღებოთ, როგორც ეს ამ ბინის დიზაინერებმა გააკეთეს. კონტრასტული ფერის წყალობით, ბუხარი დეკორთან და ნახატთან ერთად ერთიან არტ-ობიექტად გადაიქცა.

“ალიზი დეველოპმენტის” ახალი გაყიდვების ოფისის ინტერიერზე – DODO Designs-მა იმუშავა

ტური გვინეტ პელტროუს მონტესიტოს სახლში