Night mode

ალიზის ფერადი ქოხები ირანში – ZAV Architects-ის შედევრი

ალიზის ფერადი ქოხები ირანში – ZAV Architects-ის შედევრი
ფონტის ზომა


ჰორმუზის კუნძულზე, ირანში მდებარე ამ ფერადი, ეკომეგობრული ქოხების პროექტი არქიტექტურულ სტუდია ZAV Architects-ს ეკუთვნის.


ოდესღაც საყოველთაოდ ცნობილი ჰორმუზი სპარსეთის ყურეში, ირანის სამხრეთში მდებარეობს. ჰორმუზის სახელგანთქმული პორტი ახლაც ფუნქციონირებს და როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად და ტურისტულადაც უმნიშვნელოვანესი წერტილია ირანისთვის.

ისეთ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური მდგომარეობა გართულებულია და ეს საკითხი საერთაშორისო დაინტერესებას იწვევს, ასეთი მსხვილი არქიტექტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი ხალხს სთავაზობს კარგ ალტერნატივას ნაკლებდანახარჯიანი ცხოვრებისათვის. ჰორმუზში აშენებული ქოხების სოფელი სწორედ ასეთი მედიატორია, სადაც ხალხს უსაფრთხოდ და იაფად შეუძლია ცხოვრება.

პროექტი წარმოადგენს ალიზისგან, ქვიშისგან, მიწისგან აშენებულ მრავალ გუმბათოვან შენობას, რომელთა სისტემაც ნადერ ხალილიმ, ირანელმა არქიტექტორმა შეიმუშავა.

ჰორმუზის კუნძულის ცისარტყელას მაგვარ ტოპოგრაფიას უამრავი ფერადი ნაწილაკი ქმნის, იქნება ეს ნიადაგი,ქვიშა, ხრეში თუ ქვა. ZAV Architects-ის ეს პროექტი ზუსტად ესადაგება კუნძულის ბუნებრივ იერს და მის ეკოსისტემას და კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს კუნძულის ბუნებრივ სილამაზეს.

არქიტექტურული სტუდია: ZAV Architects

ინტერიერის დიზაინი:  Sara Jafari, Taraneh Behboud, Sara Nikkar, Mohsen Dehghan

ფოტოგრაფი:  Payman Barkhordari, Tahmineh Monzavi, Soroush Majidi, DJI