ჯონათან ადლერი 1966 წელს დაბადებული ამერიკელი კერამიკოსი და ინტერიერის დიზაინერია. ნიუ ჯერსიში, ბრიჯიტონში ბავშვობის გატარების შემდეგ, ადლერმა 12 წლის ასაკში საზაფხულო ბანაკში ჭურჭლისადმი ინტერესი აღმოაჩინა. ეს ინტერესი კიდევ უფრო გაამყარა მამის მიერ კერამიკისადმი სიყვარულმა. როდესაც ჯონათანი მოგვიანებით ბრაუნის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მან შეისწავლა სემიოტიკა და ხელოვნების ისტორია, მაგრამ უმეტეს დროს ახლომდებარე Rhode Island Design-ის სკოლაში, ქოთნების დამზადებაში ატარებდა. მის მიერ დამზადებული ჭურჭელი თავიდანვე ასახავდა მის ინტერესებს პოპ კულტურის, ჰიპ ჰოპის ადრეული კულტურის, თანამედროვე ხელოვნებისა და მოდის მიმართ. ერთხელ მას პროფესორმა უთხრა: ”ნიჭი არ გაქვს, უნდა შეეშვა ამ საქმიანობას და იურისტი გახდე.”
თუმცა, ადლერს თავის ოცნებაზე უარი არ უთქვამს. მან 2013 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ “ყველა შემოქმედებით პიროვნებას და ყველა ხელოვანს უნდა ჰყავდეს ის, ვინც მას წინააღმდეგობას გაუწევს.”
1990 წელს ადლერმა დაიწყო ლექციების ჩატარება Mud, Sweat ‘n’ Tears ნიუ-იორკში. სანაცვლოდ ამისა, ის სტუდიის სივრცეს უფასოდ იღებდა. სწორედ აქ დაიწყო მან შეკვეთების მიღება და 1993 წელს დააარსა საკუთარი ფირმა Jonathan Adler Enterprises.
ადლერმა წარმოება კერამიკით დაიწყო და წლების განმავლობაში თვითონ ქმნიდა კერამიკის ნივთებს. მოგვიანებით იგი მუშაობდა Aid to Artisans-თან, არაკომერციულ ორგანიზაციასთან, რომელიც მუშაობს განვითარებადი ქვეყნების ხელოსნების დასახმარებლად ამერიკაში დეკორატორებთან დაკავშირების გზით. როდესაც ის პერუში იმყოფებოდა, სამხრეთ ამერიკული ტექსტილისგან მან მიიღო უდიდესი შთაგონება. სწორედ ამ შთაგონებით დაიწყო მან ბალიშებისა და ხალიჩების შექმნა.
ადლერმა პირველი მაღაზია გახსნა სოჰოში, მანჰეტენზე 1998 წელს და დღეს მისი ნამუშევრები იყიდება 30 მაღაზიასა და 1000-ზე მეტ საცალო ვაჭრობის პუნქტში. მის ნამუშევრებში, ძირითადად, შედის ქოთნები და დივნები.
წარმოგიდგენთ ჯონათან ადლერის მიერ შექმნილი ინტერიერების რამდენიმე მაგალითს: