in

10 ადგილი თბილისში, სადაც კარს შეიძენთ

კარი ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. გარდა იმისა, რომ იგი სივრცის დაცულობასა და მყუდროებას უზრუნველყოფს, სახლის იერსახესაც განსაზღვრავს. ესთეტიკურად დახვეწილი, მიმზიდველი დიზაინის კარი გაამრავალფეროვნებს თქვენს საცხოვრებელ გარემოს და ინტერიერში საინტერესო აქცენტებს შემოიტანს.

დღეს იმ ადგილების შესახებ მოგიყვებით, სადაც განსხვავებული, ორიგინალური დიზაინის კარების შეძენას შეძლებთ.

1. გაბილდი

გაბილდი“ საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა. ბრენდის მიზანია მომხმარებლისთვის ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი პროდუქტის შექმნა. კომპანიის შოურუმში შეხვდებით წამყვანი ბრენდების ნაწარმს, რომელიც მაღალი სანდოობითა და მდგრადობით გამოირჩევა.

2. Doremi 

Doremi  2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული სამშენებლო, სარემონტო და ავეჯის მასალის წარმოების სფეროში. კომპანია ცდილობს, მომხმარებელს განახლებული, განსხვავებული დიზაინის პროდუქტი შესთავაზოს. შოურუმში შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის კარის და იმ აქსესუარების შეძენა, რომლებიც თქვენს საცხოვრებელ სივრცეს ესთეტიკურად გაამდიდრებს.

3. Megadoors 

 

Megadoors-ი ევროპული სტანდარტების დაცვით აწარმოებს ინტერიერისა და ექსტერიერისათვის განკუთვნილ კარებს და 2017 წლიდან ზრუნავს პროდუქციის გამრავალფეროვნებაზე. კომპანია, ძირითადად, ევროპული ბრენდების მასალასა და აქსესუარებს იყენებს, რაც საბოლოო პროდუქტის მდგრადობისა და სიმტკიცის გარანტიაა.

4. Uniondoors.ge 

Uniondoors.ge კიდევ ერთი ადგილია, რომელიც საინტერესო დიზაინის პროდუქციას გთავაზობთ. სტანდარტულ კოლექციასთან ერთად, აქ ე. წ. ფარული ჩარჩოს კარსაც შეხვდებით, რომელიც მინიმალიზმსა და სიმსუბუქეს შესძენს თქვენს სახლს. ასეთი ტიპის კარი მცირე ფართობს ვიზუალურად ზრდის. Uniondoors.ge ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს დიდ არჩევანს სთავაზობს.

5. აი კარი 

აი კარი“ სასურველ კარს დაგიმზადებთ, რომელიც ნებისმიერი სტილის ინტერიერს იდეალურად მოერგება. ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული პროდუქტი სრულად დააკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ამიტომ, თუკი ფიქრობთ, რომ ახალი კარი გჭირდებათ, თამამად შეგიძლიათ, ამ კომპანიას მიმართოთ.

6. Doors Gallery 

კარის შერჩევისას დიდი ყურადღება ექცევა მის ხარისხსა და სიმტკიცეს, რადგან სწორედ ის უზრუნველყოფს სახლის უსაფრთხოებას. Doors Gallery ის ადგილია, რომელიც, გამძლესთან ერთად, მიმზიდველი და დახვეწილი დიზაინის კარების კოლექციას გთავაზობთ.

7. New Doors Georgia 

New Doors Georgia თქვენს გემოვნებაზე მორგებულ, სასურველი ზომის, ფერისა და დიზაინის კარებს გთავაზობთ. სახლის მშენებლობისა და რემონტის დროს თითოეული პროდუქტის შერჩევა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ სასურველია, წინასწარ იცოდეთ ის ადგილები, სადაც საჭირო მასალას შეიძენთ. New Doors Georgia ის ადგილია, რომელიც მუდმივად ზრუნავს თქვენს კომფორტზე.

8. Geo House

Geo House-ი ისეთ კარს დაგიმზადებთ, რომელიც სრულად დაემთხვევა თქვენს გემოვნებასა და მოთხოვნას. კომპანია უკვე 13 წელია, მომხმარებელს კარისა და ავეჯის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, ამიტომაც სასურველი დიზაინის შერჩევა აქ ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

9. Iron Hub

შემოსასვლელი კარის დამზადებისას ლითონის გამოყენება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან მისი მთავარი დანიშნულება საცხოვრებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. თუმცა, ვინაიდან შემოსასვლელი კარი სახლზე პირველად შთაბეჭდილებას ქმნის, იგი ესთეტიკურადაც დახვეწილი უნდა იყოს. Iron Hub-ი ის ადგილია, რომელიც სწორედ ასეთ პროდუქტს გთავაზობთ.

10. DEFO

DEFFO იტალიური ბრენდის MDF-ის შიდა და ლითონის შემოსასვლელ კარებს გთავაზობთ. განსხვავებული დიზაინის პროდუქტის შეძენას კომპანიის შოურუმში შეძლებთ, სადაც, პროფესიონალების დახმარებით, სასურველ კარს შეარჩევთ და შენაძენით ძალიან კმაყოფილი დარჩებით.

Casa Tropical — მექსიკის ტროპიკულ ხეებში ჩაფლული სახლი

როგორ შევუხამოთ შიდა კარის სტილი ჩვენს ინტერიერს? – მარტივი გზამკვლევი