in

ფერების სამი კომბინაცია, რომელიც წელს განსაკუთრებით აქტუალურია

ცისფერი და ყავისფერი

სამზარეულოში ცისფრისა და ყავისფრის კომბინაციის გამოყენება დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია. ცისფერი შესანიშნავად ერწყმის ყავისფრის როგორც ღია, ისე მუქ ელფერებს. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ნაჩვენებია სამი თვალსაჩინო მაგალითი: პირველ ფოტოზე მოცემული სამზარეულოსთვის შერჩეულია ღია ხისფერი კარადები, ხოლო კედლები ცისფრად არის შეღებილი. მეორე მაგალითში დიზაინერმა საპირისპირო გზა აირჩია — მან კედლებისთვის ღია ნაცრისფერი გამოიყენა, კარადებისთვის — ცისფერი, ხოლო სამზარეულოს ზედაპირისა და კუნძულისთვის — მუქი ყავისფერი. მესამე ფოტოზე კი, სამზარეულოში ყავისფრის ელფერები ჭარბობს, ცისფერი კი აქცენტურ ფერს წარმოადგენს.

პანდორა ტეილორის სამზარეულო
ლუსი უილიამსის სამზარეულო
რივკი რაბინოვიცის სახლის სამზარეულო

წითელი და მეწამული

თუ გსურთ, რომ თქვენი ინტერიერი მხიარული, ენერგიული და თვალშისაცემი იყოს, შესაძლოა, წითლისა და მეწამულის კომბინაცია მოგეწონოთ. ეს მიქსი შეიძლება წარმატებით გამოიყენოთ ოთახებში, რომლებშიც დღის ძირითად ნაწილს არ ატარებთ. ქვემოთ მოცემულ პირველ ფოტოზე ხედავთ, რომ სხვენის გასაფორმებლად წითლისა და მეწამულის მუქი ელფერებია გამოყენებული, ხოლო მეორე მაგალითში ბიბლიოთეკის ინტერიერი ამ ორი ფერის უფრო რბილი, ღია ვარიანტებით არის გაფორმებული. ეს ყუთის მსგავსი ჩაშენებული თაროები, რომლებიც კედლიდან ოდნავ არის გამოწეული, შესანიშნავად გამოიყურება და მონარინჯისფრო წითელ ფერს თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევს.

მაქს ჰარდის სხვენი
ნატალი ტრეჯეტის ბიბლიოთეკა

მოყავისფრო-ყვითელი და ყავისფერი/შავი

სასიამოვნოდ მდიდრული და, ამავდროულად, რატომღაც რუსტიკული და მიწიერი მოყავისფრო-ყვითელი დახვეწილი ფერია. საუკეთესო პრაქტიკული მაგალითები გვიჩვენებს, რომ ეს ფერი შესანიშნავად ერწყმის როგორც მუქ ყავისფერ, ასევე შავ ხეს. პირველ ფოტოზე ნაჩვენებ სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში მდებარე სახლში მოყავისფრო-ყვითელი საუცხოოდ ერწყმის ხის შავ პარკეტს. მეორე მაგალითში, სასადილო ოთახის ინტერიერში იგივე ელფერი ხის შავ ავეჯთან არის შეხამებული. ხოლო ბოლო ფოტოზე, სახლის კაბინეტში წიგნების კარადა გარედან შავ ფერშია გაფორმებული, ხოლო შიგნიდან — მდოგვისფერში.

ქეით ჯონსონისა და გლენ სენკის სახლი
ლუსი ჰემონდის სასადილო ოთახი
სოფი ეშბის სახლის კაბინეტი

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

მეპატრონეების გემოვნებით შექმნილი კერძო სახლი საბურთალოზე

Casa Tropical — მექსიკის ტროპიკულ ხეებში ჩაფლული სახლი