in

Kartell – იტალიური ბრენდის ისტორია

1949 წელს ჯულიო კასტელის მიერ დაარსებულმა Kartell-მა პირველივე წლებში გადადგა ნაბიჯები გამორჩეული დიზაინის შესაქმნელად, რომელიც განასახიერებდა ეტიკეტს – „დამზადებულია იტალიაში.“

1988 წელს კომპანია შეიძინა ჯულიო და ანა კასტელების სიძემ – კლაუდიო ლუტიმ, რომელსაც მოდის სფეროში გამოცდილება ჰქონდა. მგრძნობელობა, რომელიც, სიყვარულითა და გემოვნებიანი დიზაინით, ლუტიმ Versace-ს მოდის სახლში გააერთიანა, ბრენდის ახალი დასაწყისი გახდა. ლუტი ცდილობდა თანამშრომლობას ისეთ დიზაინერებთან და არქიტექტორებთან, როგორებიც არიან ფილიპ სტარკი, რონ არადი, ანტონიო ციტერიო, ფერუჩიო ლავიანი, პიერო ლისონი, პატრიცია ურიკოლა, მარიო ბელინი, ალბერტო მედა და ვიკო მაგისტრეტი. სწორედ მათ შექმნეს ის პროდუქტები, რომლებიც მალევე ბრენდის სიმბოლოებად იქცა. მასალებისადმი ახალმა მიდგომამ Kartell-ს ახალი მიმართულება უკარნახა: მასალების შესწავლამ და მათით მანიპულირებამ საბოლოოდ გამოიწვია ისეთი პროდუქტების შექმნა, რომელიც მომხმარებლებს უპრეცედენტო მახასიათებლებს სთავაზობდა.

ბრენდის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი დადგა მაშინ, როდესაც მრავალწლიანი კვლევისა და რევოლუციური ინოვაციების წყალობით, 1999 წელს Kartell გახდა მსოფლიოში პირველი კომპანია, რომელმაც ავეჯის საწარმოებლად პოლიკარბონატი გამოიყენა. შედეგი იყო La Marie – სრულიად გამჭვირვალე სკამი თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინით, რომელმაც გზა გაუხსნა Louis Ghost-ს – დღესაც Kartell-ის პროდუქციის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს. ამ მომენტიდან კომპანიამ შეისწავლა და განავითარა გამჭვირვალობის საკითხი, რამაც იგი უნიკალური და ორიგინალური გახადა. კომპანიამ, ახალი ტექნოლოგიების და მაღალი ხარისხის მასალების გამოყენების საშუალებით, გააგრძელა ზედაპირებისა და ახალი ფორმების შესწავლა, რამაც შესაძლებელი გახადა ისეთი პროდუქტების შექმნა, როგორიც აქამდე არ შექმნილა.

La Marie

Kartell დღეს

დღეს Kartell არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე. მის სათავეში დგას კლაუდიო ლუტი, რომელიც ძალაუფლებას თავის შვილებთან – ლორენცასა და ფედერიკოსთან ერთად იზიარებს. ისინი ფირმას სხვადასხვა პროფესიების შესწავლის შემდეგ შეუერთდნენ. ამჟამად ლორენცა არის მარკეტინგისა და საცალო ვაჭრობის დირექტორი, ხოლო ფედერიკო – კომერციული დირექტორი.

დღეს Kartell არის თავისი წარსულისა და უწყვეტი პროექციის სრულყოფილი სინთეზი მომავალში, რომელიც აერთიანებს კორპორაციული კულტურის დიდ მემკვიდრეობას ახალი გზების შესწავლისა და ახალი გამოცდილების მიღების სურვილთან, რომელშიც შემოქმედებისადმი ძლიერი ვნება დომინირებს.

ნოუ ჰაუ

Katell ცნობილია საუკეთესო ხარისხის დიზაინ ობიექტების წარმოებით. კომპანიას შეუძლია მომხმარებლებს შესთავაზოს პროდუქტი, რომელიც ტექნოლოგიას, ხარისხსა და გამძლეობას აერთიანებს. პროცესების სტაბილურობისა და განმეორებადობის მაღალი დონე საშუალებას იძლევა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი არაეფექტურობა და ნარჩენები, რაც ხელს უწყობს ისეთი პროდუქციის წარმოებას, რომელიც სრულად გადამუშავებადია.

საცალო ვაჭრობა

კომპანიის უშუალო საკუთრებაში არსებული და ფრანშიზის მაღაზიების საცალო ქსელი მუდმივად ფართოვდება, რაც Kartell-ის გლობალურ ლიდერობას აძლიერებს. კომპანიის სტრატეგია ყოველთვის მრავალ არხზე მუშაობდა, გვთავაზობდა თანმიმდევრულ ონლაინ და ოფლაინ შესყიდვების გამოცდილებას. ბრენდი ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 ფლაგმანური მაღაზიითა და Kartell-ის 850 ლოკაციით ამაყობს.

ჯილდოები

წლების განმავლობაში, კარტელმა მრავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ცხრა Compassi d’Oro. 1999 წელს დაარსებულმა Kartell-ის მუზეუმმა, ბრენდის ისტორიის საცავმა, 2000 წელს საუკეთესო ბიზნეს მუზეუმისთვის Guggenheim Enterprise & Culture Award მოიგო. Kartell-ის პრეზიდენტს – კლაუდიო ლუტის მიენიჭა პრესტიჟული Red Dot: Personality Prize, აღიარება, რომელიც 2020 წლიდან დიზაინის ინდუსტრიის ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო მეწარმეებს ენიჭება.

კრემისფერი ინტერიერში – 7 აქტუალური რჩევა მის გამოსაყენებლად

სან-პაულუში მდებარე ბინის დახვეწილი რენოვაცია