in

5 მიზეზი თუ რატომ უნდა შეიძინო ბინა კრისტალის საკურორტო ზონაში ბაკურიანში

Alliance Group
Alliance Group

კრისტალის საკურორტო ზონა ყველაზე დიდი თვითმყოფადი გარემოა ბაკურიანში. ერთის მხრივ, მოწესრიგებული სარეკრეაციო ზონა, ხოლო მეორეს მხრივ, განვითარებული ინფრასტრუქტურა ქმნის ტერიტორიას, სადაც  სრულფასოვანი დასვენებაა შესაძლებელი. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საკურორტო ზონებში უძრავი ქონების ფართო არჩევანია, გადავწყვიტეთ იმ უპირატესობებზე გიამბოთ, რაც კრისტალის კომპლექსს გააჩნია ბაკურიანში:

1. უნიკალური ინფრასტრუქტურა

კრისტალის საკურორტო ზონას, განსხვავებით ნებისმიერი სხვა გარემოსგან, გააჩნია საკუთარი 2500 მეტრიანი სათხილამურო ტრასა, გონდოლებიანი და ბუგელებიანი საბაგირო, სნოუთუბინგი, ყინულის მოედანი, კვებისა და სავაჭრო ობიექტები, ასევე კურორტის მომსახურე სკი-ცენტრი.

2. სანდო და გამოცდილი პროფესიონალთა ჯგუფი

კრისტალ ჯგუფი ბაკურიანის სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე 2009 წლიდან არის წარმოდგენილი. არა მხოლოდ წარმატებით განხორციელებული პროექტები, არამედ პანდემიისას შეუჩერებელი სამშენებლო პროცესები მეტყველებს კომპანიის მაღალ სანდოობასა და სტაბილურობაზე.

3. მშენებლობა ყველა სტანდარტის დაცვით

თითოეული საცხოვრებელი კომპლექსი სრულ თანხვედრაშია თანამედროვე აპარტ-ოტელის სტანდარტებთან. გემოვნებიანი ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები, სრულყოფილი დაცვის, უსაფრთხოებისა და მომსახურების სერვისები – ყველაფერი ეს ქმნის კომფორტს ერთ სივრცეში.

4. საცხოვრებლად გამზადებული ბინები

ბინები ბარდება გარემონტებულ, ავეჯითა და ტექნიკით გაწყობილ მდგომარეობაში. საკურორტო აპარტამენტის მოწყობა რომ დიდ თავსატეხად არ უნდა იქცეს, ფაქტია. საუკეთესო ვარიანტი ისეთი ბინის შეძენაა, რომელზეც დრო და ენერგია პროფესიონალებმა დახარჯეს, თქვენ კი მხოლოდ სიამოვნების მიღება გევალებათ. ამავდროულად, ეს არის გარანტია, რომ არ შეგაწუხებთ სხვა მეპატრონის მიერ წარმოწყებული რემონტის ხმაური და მტვერი.

5. გამართული მენეჯმენტი

მენეჯმენტ გუნდს სასტუმროებისა და აპარტ ოტელების მართვის 24 წლიანი გამოცდილება აქვს. აქ ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიგეგმა და სისტემურად აეწყო. იქნება ეს გაქირავების პროცესი, სრული სასტუმრო სერვისების მიწოდება თუ დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მოდიფიკაცია, ყველაფერი დროში ნაცადი და გამართლებული მეთოდიკითაა შერჩეული.

ისიამოვნეთ დასუფთავებული, მოვლილი ტერიტორიით, უნიკალური ინფრასტრუქტურითა და დახვეწილი მომსახურებით #თქვენსკურორტზე ბაკურიანში.

კრისტალ ჯგუფის პროექტების გაცნობა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

[R]

ინტერიერის დიზაინის ძირითადი პრინციპები – მარიამ მენაბდეს გიდი

Casa Etérea – სარკის ჯადოსნური სახლი მექსიკაში