in

L’abre Blanc – აივნებით შექმნილი ნაგებობა საფრანგეთში

Alliance Group
Alliance Group

L’abre Blanc-ის სახელწოდებით ცნობილი კოშკის მსგავსი შენობიდან, რომელიც სამხრეთ საფრანგეთში, კერძოდ კი მონპელიეში მდებარეობს, მშვენიერი ხედები იშლება საფრანგეთის გამორჩეულ ლანდშაფტსა და არქიტექტურაზე. პროექტი OXO Architectes-ს ეკუთვნის და მასზე არქიტექტორებმა ნიკოლას ლაინესმა და დიმიტრი რუსელმა იმუშავეს.

ხის ფორმის ნაგებობა 17 სართულს მოიცავს და 113 ბინას აერთიანებს. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი აივანი, ხოლო პირველ სართულსა და სახურავზე განთავსებულია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო ობიექტები. შენობის ასეთი გეგმარირების მიზანი „კოშკის“ მსგავსი პროექტის შექმნა იყო.

OXO Architectes-ის თანახმად, ასეთი ფორმა ხელს უწყობს კომუნიკაციას და მოსახლეობას მოუწოდებს, ერთმანეთთან მჭიდრო და უშუალო კავშირი ჰქონდეთ, რასაც აივნების რაოდენობა და მათ შორის არსებული თავისუფალი სივრცეები ყველაზე მეტად უწყობს ხელს.

L’abre Blanc, რომელიც ითარგმნება როგორც „თეთრი ხე“ 2013 წელს Folie Richter competitionის გამარჯვებული პროექტი გახდა. პროექტის ავტორების თანახმად, მათ სურდათ თანამედროვე არქიტექტურის წარსულის მემკვიდრეობით გამდიდრება და გამრავალფეროვნება. არქიტექტორები იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ არქიტექტურა ბუნებრივ შეგრძნებებს უნდა აღძრავდეს. კონცეფცია იმდენად დახვეწილი აღმოჩნდა, რომ საბოლოო სახე პირველადი მოდელისგან თითქმის არ განსხვავდება.

დუპლექსის ტიპის ბინებში არის ორი დამოუკიდებელი აივანი, რომლებიც ერთმანეთს კიბის დახმარებით უკავშირდება. თავისუფალი სივრცე გამოყენებულია მაცხოვრებლებისთვის, რათა უკეთ შეძლონ ერთმანეთის გაცნობა და დაახლოება.

შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მინის კედლებით გაფორმებული საჯარო ხელოვნების გალერეა, რომელსაც მდინარე ლეზის ხედები ამშვენებს. კოშკის სახურავზე მოწყობილია ბარი პანორამული ბაღით, რომელიც ხალხს საშუალებას აძლევს, რომ დატკბნენ ქალაქის ხედებით.

არქიტექტურული სტუდია: OXO Architectes

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

ოთახის 5 მცენარე, რომლებსაც ინტერიერის დიზაინერები ყველაზე აქტიურად იყენებენ საკუთარ პროექტებში

9 კომპანია საქართველოში, სადაც საშხაპე შუშას შეიძენთ