in

ლამინატის იატაკის შემთხვევაში დაშვებული 12 შეცდომა

დღეს  ლამინატის დაგებისას დაშვებულ შეცდომებსა და იმ რეკომენდაციებს განვიხილავთ, რომელთა გათვალისწინებითაც თავიდან აირიდებთ დროისა და ზედმეტი თანხის ხარჯვას.

შეცდომა #1

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ლამინატი კედელზე მჭიდროდ მიბჯენილი უნდა იყოს. სინამდვილეში, ამის გამო იატაკის ერთგვაროვნება დროთა განმავლობაში ირღვევა და ლამინატი ზიანდება. აუცილებელია, კედელსა და იატაკს შორის დაახლოებით 8-10 მმ. ადგილი დატოვოთ, რათა ლამინატს გაფართოების საშუალება მისცეთ.

შეცდომა #2

ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა სახის იატაკის სიმაღლესა და სისქეს არ ითვალისწინებენ. მნიშვნელოვანია, ეს საკითხი წინასწარ გაიაზროთ, რათა ლამინატის დაგების შემდეგ ზედაპირის ერთგვაროვნება შენარჩუნდეს.

შეცდომა #3

იქ, სადაც ლამინატი სხვა ტიპის იატაკს უერთდება, აუცილებელია ე. წ. გადამყვანი გამოიყენოთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, იგი ყველა მხრიდან უხილავი იყოს.

შეცდომა #4

გავრცელებული შეცდომაა ლამინატის დაგება პლინტუსის ტიპის განსაზღვრის გარეშე. სხვადასხვა სახის პლინტუსს განსხვავებული სიდიდის ღიობის დაფარვა შეუძლია, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ლამინატის დაგებამდე უნდა მიიღოთ.

შეცდომა #5

ხშირად ლამინატს წმენდენ ხსნარებით, რომლებიც მას აზიანებს. სასურველია, ამ მიზნით უბრალო სველი ტილო ან მწარმოებლის მიერ რეკომენდებული საწმენდი საშუალება გამოიყენოთ.

შეცდომა #6

ბევრმა არ იცის, რომ ლამინატის განიავება აუცილებელია. გაითვალისწინეთ, რომ მისი დაგების შემდეგ სივრცის დაკეტვა დაუშვებელია.

შეცდომა #7

ქვეშსაგების დაგებისას შეერთებებისთვის წებოვანი ლენტი უნდა გამოიყენოთ, რათა ზედაპირი ერთგვაროვანი გამოვიდეს.

შეცდომა #8

გაითვალისწინეთ, რომ თუკი იატაკის გათბობას იყენებთ, ყველა ტიპის ლამინატი არ გამოგადგებათ. შესაბამისად, შეძენამდე უნდა გაარკვიოთ, თქვენ მიერ შერჩეული მოდელი მსგავსი პირობებისთვის რამდენად შესაფერისია.

შეცდომა #9

ლამინატის დაგების მიმართულება აუცილებლად წინასწარ უნდა განსაზღვროთ, რათა მისი აყრა არ მოგიწიოთ და ზედმეტი ხარჯიც თავიდან აიცილოთ.

შეცდომა #10

ნუ შეიქმნით ცრუ მოლოდინებს იმის შესახებ, რომ ლამინატის შეერთებები ერთ ხაზზე დალაგდება. ზოგადად, რეკომენდებულია, ლამინატი გემბანური ტიპის იატაკის მსგავსად დააგოთ.

შეცდომა #11

დამატებით იქონიეთ დაახლოებით 1მ2 ლამინატი, რათა დაზიანების შემთხვევაში, გაფუჭებული ნაწილის გამოცვლა შეძლოთ. გაითვალისწინეთ, რომ, შესაძლოა, მომავალში იდენტური ლამინატი ვეღარ იშოვოთ.

შეცდომა #12

როდესაც ლამინატს შეიძენთ, დაგებამდე 48 საათი მაინც უნდა მოიცადოთ, რადგან, როგორც წესი, ამ ტიპის იატაკი გარემო პირობების მიხედვით ფართოვდება ან იკუმშება.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ნეოლითი – დადებითი/უარყოფითი მხარეები და ღირებულება ქართულ ბაზარზე

ინდივიდუალიზმით გამორჩეული ინტერიერი ლონდონში