in ,

“ლოფტის” ტიპის აპარტამენტი თბილისის ცენტრში – მერი ტყაბლაძის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ბინა, რომელიც მისმა მეპატრონემ 2018 წელს შეიძინა, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მდებარეობს. როგორც მფლობელი აღნიშნავს, გარდა მოხერხებული ლოკაციისა, პირველ რიგში, იგი თავად შენობამ მოხიბლა. პროექტში გათვალისწინებული პრინციპის თანახმად, მაქსიმალურად უნდა შენარჩუნებულიყო ძველი ნაგებობის ავთენტურობა, რაც ამ კომპლექსში ბინის შეძენის მთავარი წინაპირობა გახდა. დეველოპერებს დასახული ამოცანა საკმაოდ წარმატებით გამოუვიდათ და საბოლოო ჯამში, მომავალმა ბინადრებმა მიიღეს საინტერესოდ განახლებული და განსხვავებული კორპუსი ქალაქის ცენტრში.

რაც შეხება ბინის ინტერიერს, როგორც აპარტამენტის დიასახლისი გვიამბობს, მას სურდა, რომ სივრცე არ ყოფილიყო ამოვარდნილი საერთო კონტექსტიდან და თანხვედრაში მოსულიყო თავად შენობის ისტორიასთან და მის განახლებულ იერსახესთან. ამ მიზანს კი დიზაინერ მერი ტყაბლაძის დახმარებით მიაღწია.

შენობის უნიკალურობის გათვალისწინებით, შეიქმნა კომფორტული “ლოფტის” ტიპის ინტერიერი, სადაც ერთმანეთს ერწყმის ძველი და ახალი. პროექტში გამოყენებულია ისეთი ნატურალური მასალები, როგორიცაა ხე, ტყავი და ძველი ქართული ხელნაკეთი შალის ხალიჩები.

ინტერიერს ამშვენებს სამოციანი წლების გერმანული ავეჯი, რომელიც სრულიად გამორჩეულ ხასიათს სძენს სივრცეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია თანამედროვე ტიპის განათება, რაც აღნიშნული აპარტამენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

“განსაკუთრებულად ჩემი გამწვანებული აივანი მიყვარს, მისი შესანიშნავი ხედისა და მცენარეების გამო. ვფიქრობ, ქალაქის ცენტრს ისე არაფერი ამშვენებს, როგორც სიმწვანე,” – გვიამბობს ბინის მეპატრონე

აღსანიშნავია, რომ გარდა ინდივიდუალური გარე სივრცეებისა, მოცემულ კომპლექსს გააჩნია  საერთო სარგებლობის მასშტაბური ვერანდა, რომელიც მობინადრეებს აძლევს საშუალებას, დატკბნენ საუცხოო ხედებით ქალაქზე.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

რას გულისხმობს შუასაუკუნეების ბრაზილიური მოდერნიზმი?

Ivano Redaelli – იტალიური ბრენდი, როგორც დახვეწილობის სიმბოლო