in

Lou Estela – პიემონტის მთებში შექმნილი ხის კაბინა

Alliance Group
Alliance Group

ეს პატარა კაბინა, რომელიც ფართობით სულ 50 კვადრატული მეტრია, იტალიაში, პიემონტის მთების ძირში, სოფელ მოიოლაში მდებარეობს. იგი შეიქმნა მოიოლაში მდებარე ძველი გამოუყენებელი პატარა შენობის გადარჩენისა და აღდგენის აუცილებლობის გამო.

არსებული შენობა არ გაუქმებულა, უბრალოდ ის აღდგა და გაფართოვდა ისე, რომ ხედი მხოლოდ ერთი და ყველაზე საუკეთესო მიმართულებით ჰქონოდა. გაფართოებისთვის მოხრილი ფორმის მიცემის აუცილებლობა ფასადზე ხის პანელებთან ერთად, სტრუქტურას აძლევს დინამიურობას, თითქოს ძველიდან ახალი სხეული დაიბადა.

როგორც მასალა, ექსტერიერი ასახავს ინტერიერს. საძინებელში გამოყენებულია მუქი ტონის ქვა, ხოლო მისაღები ოთახი დაფარულია ღია ხის პანელებით, რომლებიც ფანჯრიდან შემოსული სინათლის მეშვეობით სახლს ძალიან ნათელს ხდის.

მიუხედავად იმისა, რომ სახლი ძალიან პატარა ფართობისაა, იგი სრულად იტევს ყველა ფუნქციურ სივრცეს, იქნება ეს საძინებელი, სველი წერტილი, მისაღები (ან შეიძლება ითქვას, ჰორიზონტის საყურებელი) სივრცე.. აქ ყველაფერი ბუნებრიობის განცდას იწვევს, თუმცა, ამ შენობაში ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავი მაინც შენობის ფასადია, რომელიც ბევრი ფიცრისგანაა შეკრული.

არქიტექტურული სტუდია: Dario Castellino Architetto

ფოტოგრაფი: Fabio Oggero

ტომ რაითი – სიმაღლეების მოყვარული არქიტექტორი

ოჯახური საქმიანობით შთაგონებული ავეჯის დიზაინერი – ინტერვიუ აკაკი ბაქრაძესთან