in

Luceplan – ბრენდი, რომელიც Made In Italy-ს სინონიმად იქცა

ისტორია

ესთეტიკური და ტექნოლოგიური კვლევა, დიზაინის კულტურა, ექსპერიმენტები და ინოვაციები, შემოქმედებითი სულისკვეთება არასოდეს ყოფილა ფუნქციონალური ხარისხისა და ეფექტურობისგან გამოყოფილი. ეს არის ფასეულობათა სისტემა, რომელიც დაარსების დღიდან Luceplan-ის იდენტობას აყალიბებს. ეს არის იტალიური კომპანია, რომელიც შიდა და გარე განათების მოწყობილობების დიზაინსა და წარმოებაზეა ორიენტირებული.

Luceplan 1978 წელს სამი არქიტექტორის – პაოლო რიზატოს, სანდრა სევერისა და რიკარდო სარფატის ინიციატივით შეიქმნა. ინოვაციებისა და მისი პროდუქციის უდავო ხარისხიდან გამომდინარე, Luceplan-მა საერთაშორისო მასშტაბებს სწრაფად მიაღწია. 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბრენდი მდგრად ბიზნეს მოდელზეა ორიენტირებული. Luceplan-ის კოლექციები ხასიათდება სტილისტური მიდგომით, რომელიც ზომიერებასა და ჰარმონიული გეომეტრიების კვლევაზეა ფოკუსირებული, ეს კი ნებისმიერ სივრცეს პრესტიჟსა და ხასიათს სძენს. ტიტულების გრძელი სერია, როგორც იტალიაში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, მოწმობს დიზაინის ბრენდის ინოვაციურ ძალასა და ბრწყინვალებაზე, რომელიც თავს არიდებს ფორმალიზმს, ფოკუსირებულია მოსახერხებელი გამოყენებისთვის ტექნოლოგიურად განვითარებული განათების მოწყობილობების შეთავაზებაზე.

Luceplan-ის კატალოგი მოიცავს განათების მოწყობილობების ფართო, მრავალმხრივ ასორტიმენტს, წარმადობისა და ესთეტიკის მაღალი სტანდარტებით, გამოყენების ნებისმიერ საჭიროებასთან, ნებისმიერ კონტექსტთან ადაპტირებით – ეს არის პროდუქტები, რომლებიც ფუნქციურ ხარისხს სახლის არქიტექტურის დეკორატიულ მიმზიდველობასთან აერთიანებს. გარდა ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მასალების გამოყენებისა, განათების სამყაროში კვლევის სხვა სფეროებიდან გადაწყვეტების დანერგვით, ბრენდის ექსპერიმენტული მიდგომა, დროის წინსწრებით, გარემოსდაცვით საკითხებში და ენერგიის დაზოგვაში გადაითარგმნა. დღეს Luceplan, რომელსაც დიზაინისა და წარმოების გამოცდილების უნიკალური მემკვიდრეობის სახით მყარი ფესვები გააჩნია და, იმავდროულად, უახლესი ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, სინათლის უპრეცედენტო ტექნიკური, ფუნქციონალური და ესთეტიკური პოტენციალის შესწავლას განაგრძობს.

Luceplan-ის მდგრადობის პოლიტიკა

Luceplan ყოველთვის მიმართავდა ტექნოლოგიურ და დიზაინერულ კვლევებს სინათლის, როგორც ადამიანის კეთილდღეობისა და გარემოს ხარისხის გასაუმჯობესებლად არსებული ინსტრუმენტის შესახებ. კომპანია შემდეგ ღირებულებებს, მიიჩნევს როგორც ფუნდამენტურ ფაქტორებს თავისი მდგრადობის მისიისთვის: მდგრადი ზრდა და განვითარება; ეთიკურ-გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა; ადამიანური რესურსების დაცვა და გაწაფვა; კვლევა და ინოვაცია; გარემოსა და ეკოსისტემის დაცვა; დიალოგი და გამჭვირვალობა.

მდგრადი ზრდა და განვითარება

Luceplan-ის მიერ გამოყენებული ბიზნეს მოდელი გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსური სიმყარის, მომგებიანობისა და მდგრადობის მიზნებს ემსახურება. კომპანია იღებს ვალდებულებას, განავითაროს ინოვაციური, მაღალი ხარისხის განათების გადაწყვეტები, რომლებსაც შეუძლია კლიენტებს მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტები შესთავაზოს, რაც კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ეთიკურ-გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა

Luceplan ფუნქციონირებს კეთილსინდისიერად, ყველაზე მკაცრი ეთიკური, პროფესიული და სამართლებრივი ღირებულებების დაცვით. კომპანია გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს გადაწყვეტილების მიღებისა და მართვის პროცესების განუყოფელ ნაწილად აქცევს.

კვლევა და ინოვაცია

Luceplan აქტიურად თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე წამყვან დიზაინერებთან და არქიტექტორებთან, რათა განავითაროს ინოვაციური პროექტები და სინათლის ყველა ფორმის მუდმივი კვლევის წყალობით, ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტები გამოიყენოს.

ჯილდოები

ბრენდი, თავისი შემოქმედების გამორჩეული და დახვეწილი ნეოკლასიკური დიზაინის წყალობით, მსოფლიოში ცნობილია როგორც Made in Italy-ს (დამზადებულია იტალიაში) სინონიმი. ამ რეპუტაციას მოწმობს მრავალრიცხოვანი და პრესტიჟული ჯილდოები, რომლებიც Luceplan-ის ისტორიას თავიდანვე თან ახლდა. ამოქმედებიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ, Luceplan-მა მიიღო პირველი ჯილდო – Compasso d’Oro ADI, რომელიც კომპანიას კიდევ ექვსჯერ მიენიჭა. კომპანიის Counterbalance კოლექციამ, Compasso d’Oro ADI-სთან ერთად 2013 წელს Red Dot Design Award-იც მიიღო. Hope line-მა მოიგო Red Dot დიზაინი 2010 წელს და Compasso d’Oro 2011 წელს. 2016 წელს Red Dot Design ჯილდო გადაეცა Mesh კოლექციას. Luceplan-ს შვიდჯერ მიენიჭა Design Plus Frankfurt-ის ჯილდო, ბოლო 2012 წელს, OttoWatt-ის კოლექციისთვის. ასევე აღსანიშნავია 1999-2010 წლებში Good Design Chicago-ში მიღებული ცხრა პრიზი და 2018 წელს ჩატარებული Archiproducts Design Awards, რომელზეც დანიელ რიბაკენის მიერ შექმნილი Amisol შეკიდული ნათურები “შიდა განათების” კატეგორიაში დაჯილდოვდა.

ნარინჯისფერი ინტერიერში – 8 ელეგანტური იდეა

ერთსართულიანი, მინიმალისტური შენობა ჩეხეთში – ADR-ს ნამუშევარი