in

M.A.Di. – ასაწყობი სახლი

დღეს, როდესაც უძრავი ქონების ფასები ძალიან იზრდება, იტალიელი რენატო ვიდალი გვთავაზობს ტრადიციული საცხოვრებლის ალტერნატივას – The M.A.Di. ეს არის დასაკეცი კონსტრუქცია, რომელიც ნებისმიერ ადგილას შეიძლება ჩაიდგას და ასაწყობად 6 საათსა და 3 ადამიანს საჭიროებს.

შენობა სეისმურად გამართულია და შექმნილია მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით. მისი ზომა მერყეობს 25 კვადრატული მეტრიდან 85 კვადრატულ მეტრამდე, ფასი კი ზომის შესაბამისად 33 000$-იდან 73 000$-მდე. ყველა მოდელი ითვალისწინებს აბაზანას თავისი აღჭურვილობით, სამზარეულოს, კიბესა და ტექნიკურ მოწყობილობებს.

სამშენებლო არეალზე კონსტრუქცია საძირკველის გარეშე თავსდება. სახლი შეიძლება ასევე იყოს ენერგოეფექტური მზის პანელების, წყლის განმეორებით გამოყენებისა და LED ნათურების მეშვეობით. სახლის მიწოდების დრო შეკვეთიდან 60 დღეა.

“ეს არის მყუდრო და უსაფრთხო ადგილი, რომელიც ერგება ყველა თქვენს მოთხოვნას” – წერს მწარმოებელი

წყარო: Architecture and Design, madihome.com

 

განახლებული სახლები – გასაოცარი Before and After ფოტოები

მარტივი იდეები სათამაშო ოთახის მოსაწყობად სხვენსა თუ სარდაფში