in

სამშენებლო მასალები სახლის გადასახურად

სახლის სახურავის შერჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია – რამდენად მძიმეა ეს მასალა, აქვს თუ არა ფერთა არჩევანი, არის თუ არა ხანძარმედეგი, შეესაბამება თუ არა ადგილობრივ ამინდს და რამდენად გამძლეა.

ამ კითხვებზე პასუხი აუცილებლია მასალის შერჩევისას, რადგან სწორად მოერგოს ის კონკრეტულად ჩვენს სახლსა და ჩვენს საცხოვრებელ ადგილს.

სტატიაში წარმოგიდგენთ 6 საკმაოდ გავრცელებულ მასალას, რომელიც გადახურვისას გამოიყენება:

ასფალტის გადახურვა

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადახურვის მასალა ამერიკაში სწორედ ასფალტია, მისი ეკონომიურობისა და მარტივად დამონტაჟების გამო. არსებობს უამრავი ფერის და საშუალოდ 20-25 წელი ძლებს.
რადგან მისი ბევრი ვარიანტი არსებობს, ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევისას,  უხარისხო ასფალტის ვარიანტებს ცუდი თბოიზოლაცია აქვს.

თიხისა და ბეტონის ფილები

ეს მასალა თავის გამძლეობასთან ერთად არქიტექტურულად ძალიან საინტერესოა, თიხისა და ბეტონის ფილები განსხვავებულ ბუნებრივ ტექსტურას მატებს გადახურვას. ბეტონის ფილები თიხასთან შედარებით იაფია, თუმცა ასფალტის ფილებზე სამჯერ უფრო ძვირი. მათი სიმძიმის გამო, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად სწორად დაამონტაჟებს სპეციალისტი. თიხისა და ბეტონის ფილები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ესპანური ტიპის სახლებში. ის 40-დან 50 წლამდე ძლებს.

მეტალის გადახურვა

მეტალის გადახურვის ყველაზე დიდი დადებითი მხარე მისი ამინდის მიმართ გამძლეობაა, არსებობს მეტალის პანელები, რომელიც შეილება იყოს ალუმინის, სპილენძის, უჟანგავი ლითონის ან თუთიის. ისინი არის მჩატე, გლუვი და მარტივად დასამონტაჟებელი. მეტალის გადახურვის ფასები მასალის მიხედვით  მერყეობს და 40-დან 75 წლამდე ძლებს, შესაბამისად ის ერთ-ერთ ყველაზე გამძლე გადახურვად ითვლება.

ფიქალი

ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მასალაა, რომელსაც ასევე კარგი ცეცხლმედეგობა ახასიათებს და შესაძლებელია მისი შემდგომ გადამუშავებაც. მისი ფასი ზემოთ ჩამოთლილთაგან ყველაზე მაღალია და წონაც საკმაოდ მძიმე აქვს, საჭიროებს პროფესიონალურ დაყენებას. ძალიან ხშირად ვხვდებით მსგავს გადახურვას ფრანგული შატოს ტიპის სახლებში. მისი გამძლეობა 100 წლამდე მერყეობს.

ხე

არსებობს ხის გადახურვა, რომელსაც ასეულობით წელია იყენებენ. მაგრამ რადგან ხეს არ აქვს კარგი ცეცხლგამძლეობა სპეციალურ დაფარვას საჭიროებს. ხის გადახურვას უმეტესად კედარის, წითელი ხის ან სამხრეთული ფიჭვის ხისგან აკეთებენ. ხის გადახურვის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე არის ისიც, რომ ადვილად ინესტება.

მისი ფასი არც თუ ისე ძვირია და 25-დან 30-წლამდე ძლებს.

სინთეთიკა

დღეს ხშირად ვხვდებით სხვადასხვა სინთეთიკური გადახურვის მასალებს, როგორიც არის რეზინა, პლასტმასი ან პოლიმერი. სინთეთიკური გადახურვა არსებობს ნებისმიეირი ტექსტურისა და ფერის. რადგან ბევრი სხვადასხვანაირი ვარიანტის შექმნა ხდება, ის არც თუ ისე გამძლე და ხარისხიანია.

 

თანამედროვე ბუხრის განსხვავებული ვერსიები

ავეჯის ცნობილი ბრენდები ინსტაგრამზე