in

თანამედროვე ბუხრის განსხვავებული ვერსიები

ბუხარი თითქმის ყოველთვის ნებისმიერი სივრცის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ბუხრის დანიშნულება ძირითადად სითბოს უზრუნველყოფაა, თუმცა, მას დეკორაციული დანიშნულებაც აქვს.

ბუხრის სწორად შერჩევა ნამდვილად მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ის სივრცეს მოვუხდინოთ, რადგან სასიამოვნო და მყუდრო გარემო შევქმნათ.

სტატიაში გთავაზობს თანამედროვე ბუხრის მოწყობის განსხვავებულ ვერსიებსა და იდეებს.

1

აღმოსავლეთ ჰემპტონის ერთ-ერთ სახლში, რომელიც ორ ხელოვნების კოლექციონერს ეკუთვნის, თეთრი უბრალო კედელი ბუხრის მეშვეობით თბება, რომელიც სახლის თავისებური დიზაინის გათვალისწინებით სათანადო სტილშია გაკეთებული.

2

მალიბუს მისაღები ოთახის ბუხარი  ცეცხლის თბილი, გლუვი განათებით გრილ-ტონიან  ქვის მასალასთან  საინტერესო კონტრასტს წარმოქმნის.

3

მინიმალისტური ფიქალის ბუხარი მისაღები ოთახში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშით არის დამშვენებული, რომელიც  სივრცეს სიცოცხლეს ანიჭებს და ბუხრის სწორხაზოვან დიზაინთანაც საინტერესოდ ჯდება.

4

მიუხედავად იმისა, რომ ოთახი გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, ბუხრის სითბო სიმყუდროვის ახალ ფენას აჩენს. მარმარილოში შესრულებული ზედაპირისა და ზედა შავი ფერის დაბოლოებით, ბუხარი სახლის დიზაინს ჰარმონიულად ერწყმის.

5

თანამედროვე ორმხრივ ბუხარს ამრეკლი ფასადი აქვს, რაც მეტალის აგურის დამსახურებაა, რომელიც ირეკლავს  ბუნებრივ სინათლეს და ინტერიერში საინტერესო ეფექტს აჩენს.

6

შავი ბუხრითა და თიხის ფილების კედლით მშვიდი ატმოსფერო იქმნება. ასეთ ინტერიერში ანთებული ცეცხლით თქვენი ოთახი ძალიან კომფორტულ და მყუდრო გარემოდ გადაიქცევა.

7

ბუხრით შეგიძლიათ სივრცეში საინტერესო ელემენტები გააჩინოთ. როგორც ფოტოზეა გამოსახული, ოთახში არსებული ოთხკუთხა ფორმების ტენდენციას არღვევს ბუხრის მომრგვალებული, არკისებრი ფორმა.

8

ხშირად სხვადასხვა პროექტებში ქვაში გამოკვეთილ ბუხარს შეხვდებით, რომელიც გამოქვაბულს მოგაგონებთ. ასეთი ვარიანტიც საინტერესოდ აისახება თქვენს ინტერიერზე და საცხოვრებელ გარემოზე. მსგავსი ტიპის ბუხრებს ძირითადად აგარაკებზე და ქალაქგარეთ არსებულ სახლებში ვხვდებით.

 

ფერადი მინა თანამედროვე არქიტექტურასა და ინტერიერში

სამშენებლო მასალები სახლის გადასახურად