in

ფერადი მინა თანამედროვე არქიტექტურასა და ინტერიერში

ფერადი მინა ძველ შენობებში ხშირად ვიტრაჟების სახით გვხვდება, მაგრამ სტატიაში განხილული მაგალითები გვიჩვენებს, რომ მასალა თანამედროვე ინტერიერებსა და შენობებს დეკორაციული ელემენეტის სახითაც ამშვენებენ.

1

ამ სახლში, თბილი დეკორატიული მინისა და ბუნებრივი განათების დახმარებით მთელ დერეფანში ფერადი პატერნები იქმნება, რომელიც ინტერიერს უფრო ახალისებს, ამასთან ერთად, საინტერესოა ხისა და ფერადი მინის სინთეზი, რაც ესთეტიურ სიამოვნებას გვანიჭებს.

2
ამ სასტუმროს წინა ფასადი ფერადი მინის მართკუთხა პანელებით არის დაფარული, რაც არამარტო შენობას ხდის არაორდინალურს და საინტერესოს, არამედ ქუჩას მატებს ფერებს და ხალისს.
3
გამჭვირვალე და ფერადი მინის ვერტიკალური ფორმის ფანჯრებით ამ ეკლესიის ინტერიერიც და ექსტერიერიც მოზაიკის ტიპის ფერთა შერწყმით თვალისმომჭრელ სანახობად იქცევა. გარდა ესთეტიკური დახვეწილობისა, ფერადი მინის ასეთი განლაგებით განათება უჩვეულოდ აღწევს სივრცეში, რაც ინტერიერს ძალიან სახასიათოს ხდის.
4
ყვითელი, ლურჯი და ვარდისფერი მინის ფანჯრები მთელ ამ თანამედროვე სახლს გარედან ანათებს და სიკაშკაშეს ანიჭებს, ხოლო  შიგნიდან თეთრ, მინიმალისტურ ინტერიერს არღვევს და აცოცხლებს, ამის გამო, სივრცეში ყველაზე დომინანტური, სწორედ, ეს მცირე ზომის ფანჯრებია, რომელიც არეულად იჭრება ერთგვაროვან ინტერიერში.
5
ტექსტურირებული ფერადი მინა აბაზანის ტიხრისთვის გამოიყენეს, რომელიც ქმნის პირადულობისა და სიმყუდროვის განცდას, მაგრამ ამავდროულად ოთახს მდიდარი ფერებით ავსებს.
6
ფერადი მინის პანელების კედელი  კაფე-საცხობში ქმნის უნიკალურ მახასიათებელს, რაც მთლიანობაში სივრცის სხვა დეკორაციულ ელენეტებს შეესაბამება. მაგალითად, რბილ ბალიშებს და ინტერიერში არსებულ ოთხკუთხა ფორმებს, რომელიც განმეორებადი ხასიათით მინის კედელზეც გვხვდება.
7
ფერადი ფანჯრების დიდი პანელები აეროპორტის ამ ბილიკის ერთ მხარეს ფარავს, რაც ისეთი შეგრძნებას აჩენს, თითქოს ადამიანი ცისარტყელაში დადის.
8
ეს შენობა ბავშვთა სპორტული და დასასვენებელი ცენტრია, რომელიც შეიქმნა გასართობ თემატიკაზე დაყრდნობით. ექსტერიერის ფერადი მინა თემატურად გრძელდება შენობის შიგნით, სადაც ოთახები ფერის მიხედვით იყოფა.
9
ფერადი მინის აივნები ისე ჩანს, თითქოს მათ არავითარი ლოგიკური ან განმეორებადი ფორმა არ აქვთ, რაც  დამაინტრიგებლად აქცევს და ექსტერიერსაც მიმზიდველს ხდის.
10
მინის ფერადი ფანჯრები ამ თეთრ დერეფანს კიდევ უფრო ნათელს ხდის, რადგან ბუნებრივი განათება მინის ზედაპირს ხვდება, არეკლილი შუქი კედელზე სხვადასხვა ფორმითა და ფაქტურით ჩნდება, რაც ცეკვის ილუზიას ქმნის.

“წვიმის წვეთი” – ინოვაციური სარწყავი პროდუქტი

თანამედროვე ბუხრის განსხვავებული ვერსიები