in

სახლი განსხვავებული ფასადებით

ზოგჯერ წიგნი შეიძლება შეფასდეს ყდის მიხედვით, მაგრამ მის გვერდებზე მაინც დამაინტრიგებელ და საინტერესო დეტალებს აღმოვაჩენთ. ყოველ შემთხვევაში, სიდნეის გარეუბანში მდებარე ეს სახლი ამ გამოთქმას ამართლებს. ქუჩიდან, მისი კვადრატული აგურის ფასადითა და სამკუთხა კრამიტით დაფარული სახურავით მეზობელი სახლებისგან არც კი გამოირჩევა.

მაგრამ როდესაც შეხვალთ სახლში, გახვალთ უკანა ეზოში და საპირისპირო მიმათულებით შეხედავთ სახლს, გეგონებათ, რომ თქვენ სხვაგან მოხვდით. რეალურად, კი სახლის მფლობელებს სურდათ გარეთა ფასადის შენარჩუნება, ხოლო შიდა სამზარეულოსა და საცხოვრებელი ოთახების გარემონტება. შედეგად მიიღეს ფოტოზე გამოსახული მინის კედლით დაფარული სახლი, რომელიც უკავშრდება დაბალ დონეზე მდებარე შიდა ეზოს.

სახლი მრავალჯერ ყოფილა გარემონტებული, მაგრამ არავინ შეხებია მის ისტორიულ ფასადს, რომელიც დახუნძლულია წარსულის ისტორიებით. ახლანდელმა რეზიდენტებმაც გადაწყვიტეს, რომ შეენარჩუნებინათ სახლის ასეთი ხასიათი, მაგრამ მის შიდა ექსტერიერსა და ეზოს შორის ჰაეროვანი და მარტივი გადასვლის განწყობა გაეჩინათ.

დიზაინერების მთავარი მიზანი ძალიან გახსნილი და ღია გეგმის შექმნა იყო, რომელიც ორსართულიან სახლს  ბუნებრივ განათებას მაქსიმალურად მიაწოდებდა. მათ აქცენტი ძირითად სოციალურ სივრცეებზე გააკეთეს, როგორიცაა: მისაღები, სამზარეულო და სასადილო ოთახები – თითოეული თაროების კედლებითაა შემოსაზღვრული.

რა თქმა უნდა, ეს თაროები წიგნებით უნდა გავსებულიყო. მეპატრონემ თავისი კარიერა ინგლისურ ლიტერატურას დაუკავშირა და რამდენადაც მას მოსწონდა სახლისა და ეზოს გაერთიანების იდეა, ამის გაკეთების მიზეზები გაცილებით უფრო პერსონალური იყო ვიდრე არსებული ტენდენცია. მას სურდა სახლი გარდაექმნა განტვირთვისა და დასვენების ადგილად, სადაც ყველა მისი საყვარელი წიგნი თავმოყრილი იქნებოდა. უკანა ფასადი სამხრეთით იყურება, ამიტომ მასზე მზის ირიბი შუქი ხვდება, რომელიც შესანიშნავია კითხვისთვის.

რაც შეეხება ამ პროექტის მთავარ ელემენტებს, მინის ბლოკის ფასადსა და ნათელი ლურჯი ფერის როლს, მათ აქვთ ინდივიდუალური ახსნა. სახლი მდებარეობს ქალაქის გადატვირთული გზატკეცილისა და აეროპორტისკენ მიმავალი ფრენის ბილიკების ქვეშ. შუშის ბლოკების მეშვებით ხმაური არ არღვეს სახლის მშვიდ ატმოსფეროს.  ლურჯი ტონალობები მეპატრონის პირადი თხოვნა იყო, რომელიც სახლის სხვადასხვა ელემენტებში გვხვდება.

10 გამორჩეული მინიმალისტური ინტერიერი

იატაკის მასალის ვარიანტები თქვენი სახლისთვის