in

გარდერობის განსხვავებული იდეები

კარგი გარდერობი არ გულისხმობს მხოლოდ კარგად ორგანიზებულ შესანახს,  ის მიმზიდველიც უნდა იყოს.

თუ ფართო ან უბრალო კაფსულისმაგვარ გარდერობს ეძებთ თქვენთვის საინტერესო ვარიანტები არსებობს.  გიზიარებთ რამდენიმე საუკეთესო გარდერობის იდეას, რომელთა სისტემები სტილისა და ფუნქციის სრულყოფილ ნაზავს წარმოადგენენ.

1

როდესაც საქმე მცირე ბიუჯეტთან გვაქვს, Container Store-ის ახალი Avera ხაზი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ის რამდენიმე დიზაინერულ დეტალს გვთავაობს, განათებიდან დაწყებული ფეხსაცმლის დახრილი თაროებითა და  უჯრის ჩანართებით დამთავრებული. უჯრები ძალიან დახვეწილად ჯდება გარდერობის კუბიკებში.

2

თუ გარდამავალ თანამედროვე ესთეტიკას ეძებთ, მსგავსი ტიპის გარდერობის სისტემა დაგაინტერესებთ. ფარული აპარატურიდან და რეგულირებადი ზონებიდან დაწყებული, მისი მრავალფეროვანი  უჯრის სისტემით დამთავრებული, მათი კონფიგურაცის დაყენება და შეცვლა თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ.

3

 Ikea-ს Algot-ის ხაზი პოპულარული იაფიანი გარდერობის სისტემა არის. ის მრავალმხრივია, რადგან შეგიძლიათ სხვადასხვა კომპონენტები აირჩიოთ, რომლის გამოყენებაც თქვენთვის შესაფერისი იქნება. მსგავსი გარდერობი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ტრადიციული კარადა, ისე საწყობი ავტოფარეხისთვის ან საოფისე ფართისთვის.

4

Ornare- ს ინტეგრირებული კედლის კარადის მემშვეობით  გარდერობი და სახლის სხვა ოთახები ერთმანეთს ჰარმონიულად უკავშირდება. გარდერობში ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და Ornare ამ გადანაწილების საინტერესო ვარიანტებს გთავაზობთ.

5

მსგავსი გარდერობები ცნობილია 100% -ით მყარი ხის კარადის სისტემით,რომელიც  ფასითაც ხელმისაწვდომია. ის ბევრ შესანახ თაროებს, უჯრებსა და ტანსაცმლის დასაკიდ ადგილებს გვთავაზობს.

6

Rebrilliant გამოირჩევა შენახვის მარტივი, მოსახერხებელი გადაწყვეტილებით. გამოსაცვლელად დიდ არეალს ტოვებს და  ამასთან ერთად შესაბამისი თაროები და ჩამოსაკიდი ადგილი გააჩნია.

7

თუ გარდერობის მოსაწყობად ბიუჯეტში შეზღუდული ხართ, მაშინ მსგავსი ტიპის სისტემა თქვენთვის არის, ამგვარი გარდერობის მრავალი ვერსია არსებობს, მას აქვს  სათავსოების ნაკრები და მარტივად შესასვლელი სივრცე გამოსაცვლელად.

8

მას შემდეგ, რაც გეცოდინებათ თქვენი გარდერობისთვის გამოყოფილი სივრცის ზუსტი ზომები, მსგავსი გარდერობი დაგეხმარებათ, რომ ის საუკეთესოდ შეავსოთ. გარდერობის ეს ტიპი ცვალებადია ზომებში და დამოკიდებუილია თქვენს სურვილებზე.

მოდერნისტული სახლი ვიეტნამში

როგორ მუშაობს ინდუქციური ქურა