in

მოდერნისტული სახლი ვიეტნამში

Banner M2
Banner M2

“MÀI” არის ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც თანამედროვე ბინის ინტერიერის დიზაინში მოდერნისტული არქიტექტურის ესთეტიკურ მოგონებას იწვევს. მისი მფლობელი მოდერნისტული არქიტექტურის იდეებით არის დაინტერესებული, რაც  ვიეტნამურ ტროპიკულ საცხოვრებელ გარემოში საინტერესოდ აისახება.

პროექტის ინსპირაციისთვის არქიტექტორ ლუი კანის შემოქმედებას იყენებენ, განსაკუთრებით კი გეომეტრიის უჩვეულოდ გამოყენების ტექნიკას და მასალა ტერაცოს, რომელიც გავრცელებული იყო საიგონში 1950-იან და 60-იან წლებში.

დღევანდელ კორპუსებში ძირითადი სტრუქტურის, იძულებითი განმეორებადი პრინციპის, რეგულირება ვერ ხერხდება, MÀI ცდილობს ინტერიერის საზღვრებს შიგნით, საცხოვრებელი ფართის გადანაწილებაში გამოიყენოს ფორმები. MÀI  დეკორატიული დეტალებით ხაზს უსვამს გეომეტრიულ ფორმებს, როგორიცაა დიდი მრგვალი კედლის ჭრილი, მომრგვალებული კუთხეები და თაღებით გამყოფილი ოთახები.

MÀI იყენებს ტერაცოს, როგორც ძირითად მასალას, რაც გრილი და გლუვი სიბრტყის ზედაპირით გამოირჩევა.  ტერაცოს ზედაპირიან მონაკვეთში, სამზარეულოდან კიბის ბოლომდე, თეთრი მარმარილოს ნაჭრებს იყენებენ, რომელიც მოპირკეთებული კუთხეებითა და უცნაური განლაგებით აბსტრაქტულ პატერს ქმნის.

MÀI – ის ინეტრიერი მალავს მის თანამედროვე ატმოსფეროში საიგონის მოდერნისტული არქიტექტურის დახვეწილ ნოსტალგიას, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ არსებობდა.

სამზარეულოს იატაკის მოპირკეთების ტენდეციები

გარდერობის განსხვავებული იდეები