in

თანამედროვე ლონდონური ბინა ღია აგურის კედლებით და ფერადი აქცენტებით

Banner M2
Banner M2

ლონდონში, ყოფილი ვიქტორიანული საწყობი ნათელ ოროთახიან ბინად გადაკეთდა. თანამედროვე ბინას აქვს მშვენიერი ნათელი სივრცეები, რომლებიც ძველი საწყობის ისტორიას ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

ინტერიერი გვიჩვენებს ტიპური სასაწყობო ბინების თავისებურებებს — ღია აგურის კედლებს, ორმაგი სიმაღლის ჭერსა და დიდი ზომის ფანჯრებს.

შენობის ისტორიული არქიტექტურისგან განსხვავებით, ინტერიერი, ფისოვანი იატაკითა და ნათელი ფერის აქცენტებით, თანამედროვე სტილისაა. ფისოვანი იატაკი არის გამძლე პლასტმასის ზედაპირი, რომელიც მაღალი გამძლეობის მიზნით სხვადასხვა ინგრედიენტების შერევით იქმნება, რაც მათ ხშირად გამოყენებული სივრცეებისთვის იდეალურს ხდის.

ძირითადი საცხოვრებელი ზონა ღია დაგეგმარებისაა, რომელსაც ღია აგურის კედლები და თეთრი იატაკი ამშვენებს.

თანამედროვე სამზარეულო, რომელიც აგურის კედლებთან კონტრასტს ქმნის, ღია მწვანე და ნარინჯისფერ კარადებს აერთიანებს. მათ გვერდით, არყის ხის კარადა, რომელშიც ღუმელია ჩამონტაჟებული, დამატებით სათავსოს წარმოადგენს და მთლიან ინტერიერში ჰარმონიულად ჯდება. მისი შიდა ნაწილი კი ნარინჯისფერია.

უზარმაზარი ფანჯრები სივრცეს სინათლით ავსებს. თეთრი იატაკი კი შუქს ირეკლავს, რაც ოთახს კიდევ უფრო ნათელს ხდის.

მთავარ საძინებელს ამშვენებს აგურის კედლები და ისეთივე თეთრი ფისოვანი იატაკი, როგორიც მთავარ საცხოვრებელ სივრცეს. ჩაშენებული კარადები და საწოლის ჩარჩო იმავე მწვანე ფერისაა, როგორც სამზარეულოს კარადები.

მთავარ საძინებელს აქვს საკუთარი სააბაზანო ტერაცოს იატაკითა და კედლის ვარდისფერი ფილებით. ოთახი საკმარისად ფართოა იმისთვის, რომ ლამაზი თანამედროვე, მომრგვალებული აბაზანა დაიტიოს.

მეორე საძინებლის კედლებისთვის Edward Bulmer-ის მწვანე საღებავია გამოყენებული. ეს არის კომპანია, რომელიც  მცენარეებისგან ბუნებრივ საღებავებს ამზადებს.

მეორე სააბაზანო, სადაც შიშველი აგურის კედელი და შავ-თეთრი გეომეტრიული ფილები ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის, ინდუსტრიული ელფერით ხასიათდება. საშხაპე კაბინა კი მწვანე მარმარილოს ფილებით არის მოპირკეთებული.

მარტივი რჩევები შიდა კარის შესარჩევად

m2 – „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ – კომპანია ახალ გზავნილს აანონსებს