in

მარტივი რჩევები შიდა კარის შესარჩევად

სახლის კეთილმოწყობა შედგება მრავალი ნიუანსისა და ამოცანისგან, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა გადაიჭრას. ერთ-ერთი მადგანი შიდა კარების საკითხია. ამ უკანასკნელის არსებობა უზრუნველყოფს ბავშვების პირობით იზოლაციას უფროსებისგან, საცხოვრებელი სივრცის ტექნიკური, სამუშაო და სასტუმრო ზონებისგან გამოყოფას. დიზაინის არჩევისას, გონების მოწოდებას უნდა მოუსმინოთ, მაგრამ ასევე უნდა გაითვალისწინოთ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. იდეალური ვარიანტია ფუნქციონალურობისა და სილამაზის კომბინაცია, ასევე ფასის კატეგორიის თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებთან შესაბამისობა.

თქვენი კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტებია:

  • კარების ღიობების ზომები (ისინი მთლიანი სივრცის დიზაინს უნდა შეესაბამებოდეს);
  • კომპლექტაცია;
  • მასალა, ზედაპირი;
  • გაღების მექანიზმი;
  • მეტალის დეტალების ტიპი და გაფუჭების შემთხვევაში მათი თავიდან შეძენის შესაძლებლობა;
  • სტილი.

თუ ინტერიერის დიზაინზე ვსაუბრობთ, მაშინ აუცილებელია, რომ შიდა კარები საერთო დიზაინის კონცეფციას შეესაბამებოდეს, სახლის შემოსასვლელი კარისგან განსხვავებით, რომელიც გარედან პრაქტიკულად არანაირად არ ზემოქმედებს ინტერიერზე და მასთან დაკავშირებული არ არის.

დიზაინის სტილები, რომლებიც ბაზარზე თანამედროვე მწარმოებლების მიერ არის წარმოდგენილი, საკმაოდ მრავალფეროვანია:

  • ჰაიტექი;
  • ქანთრი;
  • პროვანსი;
  • მოდერნი;
  • ვინტაჟი;
  • ნეოკლასიკა;
  • ლოფტი და სხვა.

შიდა კარების დამონტაჟებისას უნდა დაფიქრდეთ, გაითვალისწინეთ თუ არა ყველაფერი? ზოგჯერ, გარეგანი სილამაზის მიღმა, ფერის, ზედაპირის ფაქტურისა და პრინტების არსებობა გვავიწყდება.

მაგალითად, ძალიან მუქი კარები ღია ფერის კედლებთან კარგად გამოიყურება. ნათელი კარები კი სივრცის ვიზუალურად გაზრდას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, აუცილებელია მოხმარების ინტენსივობის გათვალისწინება — ხშირი გამოყენების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კარებისთვის განსაკუთრებით გამძლე მასალა შეარჩიოთ. გახსოვდეთ, იდეალური კომფორტის შექმნაში ჩუმი საკეტები დაგეხმარებათ.

“სახლი ღრუბლებში” – სოფიო ნიკოლაიშვილის ინტერიერი კრწანისში

თანამედროვე ლონდონური ბინა ღია აგურის კედლებით და ფერადი აქცენტებით