in

სად შევიძინოთ მაგიდის დახვეწილი გადასაფარებლები?

მაგიდის გადასაფარებლების გამოყენება საუკუნეების წინ დაიწყო და ეს აქსესუარი დღესაც აქტუალურია. ძველ დროში მათ მხოლოდ მდიდარი ადამიანები მოიხმარდნენ, რადგან ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული გადასაფარებლები ძალიან ძვირი ღირდა. მისი დახმარებით ერთი მხრივ, ძვირფას მაგიდას იცავდნენ დაზიანებისგან, მეორე მხრივ, კი გადასაფარებლის დახმარებით, მაგიდა ლამაზდებოდა. 

ბოლო დროს მაგიდის გადასაფარებლები ყველა ოჯახში იქცა აუცილებელ ნივთად. ჩვენ მოგიყვებით, სად შეიძლება შეარჩიოთ თქვენი სუფრის ერთ-ერთი მთავარი აქსესუარი საქართველოში.

1.Blue Tabla
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიით შთაგონებული და ტრადიციული ქართული ორნამენტებით გაფორმებული მაგიდის გადასაფარებლები ქართული ბრენდის, Blue Tabla-ს სავიზიტო ბარათი გახდა. დახვეწილი და ყველასთვის სასურველი მაგიდის აქსესუარები სხვადასხვა ისტორიულ თემატიკაზეა შექმნილი. მათ შეძენას  პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, ონლაინ შეძლებთ.

bl tab
bltb2
previous arrow
next arrow

 

2.Coin Casa / კოინ კაზა

მაღაზია კოინკაზა მაღალი ხარისხის ნივთებს, ორიგინალური ფერთა პალიტრასა და გამორჩეულად ლამაზ კოლექციებს გვთავაზობს, მათ შორის მაგიდის გადასაფარებლებს. მათი შეძენა უკვე კოინკაზას ოფიციალურ ვებ გვერდზეა შესაძლებელი, სადაც  მაგიდის გადასაფარებლების ღირებულება 116 ლარიდან იწყება.

 

3. Mood-o

ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიული ატლასის გერბების ინსპირაციით შექმნილი ახალი ქართული სუფრის გადასაფარებლები Mood-o-სგან ყველა მაგიდას გაალამაზებს, სახლში კი განსაკუთრებული აურისა და სიმყუდროვის შექმნაში დაგეხმარებათ. სუფრის ფასები 195 ლარიდან იწყება  და მათი შეძენა Mood-o-ს ოფიციალურ ვებ გვერდზეა შესაძლებელი. 

3
33
previous arrow
next arrow

 

4. მანამო

ფერადი, თვალწარმტაცი მაგიდის გადასაფარებლების ფართო არჩევანია  მაღაზიათა ქსელში “მანამო”, რომელიც ტექსტილისა და აქსესუარების ხარისხიან, მაგრამ დაბალ ფასიან პროდუქციას გვთავაზობს.

 

5. ინგლისური სახლი/English House

“ინგლისური სახლი” ქართველ მომხმარებელს მრავალფეროვან, სხვადასხვა გემოვნებისთვის შესაფერის მაგიდის გადასაფარებლებს სთავაზობს, რომლებიც საკმაოდ ბიუჯეტურია – მათი ფასები 44,95 ლარიდან იწყება და შოპინგიც  კომფორტულად, უხარვეზოდ, “ინგლისური სახლის” ვებ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ წარმართოთ.

ლეგენდარული დონალდ უექსლერის პროექტის რენოვაცია კალიფორნიაში

5 რჩევა სამზარეულოს ზედაპირის შესარჩევად