in

როგორ მოვათავსოთ მატრასი იატაკზე ისე, რომ ის დაუდევრად არ გამოიყურებოდეს

საძინებელ ოთახში საწოლი დომინანტურ როლს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით უფრო მეტად მაღალ, ფეხებიან საწოლებს ვართ მიჩვეული, პირდაპირ იატაკზე განთავსებული მატრასები ხშირად უფრო თამამად და თავისუფლად გამოიყურება. მსგავსი საწოლები სივრცეში გამანეიტრალებელის როლს ასრულებენ.

თუმცა, როდესაც საქმე ამგვარ საწოლს ეხება, მნიშვნელოვანია დავიცვათ ზღვარი და სულ ოდნავ მაინც გამოვყოთ ის იატაკისგან. ამგვარად, აღარ შეიქმნება იმის ასოციაცია, რომ საწოლი იატაკზე უბრალოდ დაუდევრად დევს.

გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ გააკეთოთ ეს:

თუკი თქვენ თქვენი მატრასის პირდაპირ იატაკზე განთავსებას აპირებთ, იმისთვის, რომ უფრო მეტად შეუქმნათ მას სერიოზული ხასიათი, კუთხეებში განათებები დაამონტაჟეთ. ეს დეტალი ძალიან კარგად გამოყოფს მას დანარჩენი სივრცისგან.

თუ თქვენ ეძებთ საწოლის საბოლოო, მინიმალისტურ ჩარჩოს, პლატფორმული საწოლი კიდეებით, რომელიც ლეიბს სცილდება, მშვენიერი არჩევანია. ის ერთგვარი საწოლის მაგიდასავითაა და დაწოლის გარდა, ჩამოსაჯდომადაც მშვენიერი ვარიანტია.

შეგიძლიათ თქვენი მატრასი ისევე “ჩაფლათ” სიღრმეში, როგორც ეს ამ სურათზეა ნაჩვენები. აქ საწოლი ოთახის ცენტრშია განთავსებული და მას ორი დაბალი კიბე აქვს მიდგმული. საწოლის თავად კი წარმოჩენილია სათავსოები, რაც საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტაა იმისთვის, რომ მატრასს საწოლის ფორმა მიეცეს.

თუკი არ გსურთ, რომ “საწოლი” პირდაპირ იატაკზე განათავსოთ, შეგიძლიათ რაიმე მაღალ და მყარ კონსტრუქციას უბრალოდ შემოაკრათ თეთრი ზეწარი და მასზე დადოთ მატრასი. სურათზე სწორედ ეს ხერხია გამოსახული.

საძინებლებისთვის, რომლებსაც ფანჯრები აქვთ, შეიძლება რთული აღმოჩნდეს საწოლის განთავსება ისე, რომ ის ხედს ხელს არ უშლიდეს. შეგიძლიათ ასეთ დროს გამოიყენოთ ხის საწოლის ჩარჩო, რომელიც უფრო მაღალი ჭერის ილუზიას იძლევა, რადგან ის ძალიან დაბალია.

თუკი არც ისე დიდი მასშტაბის სახლი გაქვთ, შეგიძლიათ ისეთი პლატფორმა გამოიყენოთ მატრასის დასადებად, რომელიც დაიკეცება და შეინახება. საჭირო დროს კი გადმოშლით და მასზე დაიძინებთ.

აღნიშნულ ბინაში საძინებელი შემაღლებულ იატაკზეა განთავსებული, რომლის ქვეშაც სათავსო იმალება. მსგავსი განლაგება იაპონური ინტერიერისთვისაა დამახასიათებელი. ამ გზით საძინებელი ოსტატურადაა გამოყოფილი დანარჩენი სივრცისგან.

დღესდღეობით ხის პალეტები ინტერიერსა და ექსტერიერში ძალიან პოპულარულია. მისი გამოყენება მატრასის დასადებად ძალიან კარგი გზაა საიმისოდ, რომ საწოლი ოთახისგან გამოიყოს და ფორმა მიეცეს.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

“ვუდ მარკეტი”- ქართული ავეჯის საწარმო, რომელიც მომხმარებელს საკუთარი პროდუქციის დათვალიერებას ახალ შოურუმში სთავაზობს

ტომ დიქსონი – ადამიანი, რომელიც დიზაინერი შემთხვევით გახდა