in

ავსტრალიური სახლი მკაცრი და დახვეწილი დიზაინით – Studio Bright-ის ნამუშევარი

Picture 011
Alliance Group
Alliance Group

ავსტრალიაში, კერძოდ ნორთქოუთში 2019 წელს Studio Bright-მა ეს უცხო და, ამავდროულად, დახვეწილი სახლი შექმნა. ეს რეზიდენცია ორგვარად შეგვიძლია დავახასიათოთ: 1. სახლს მკვეთრად აქვს თავისი ინდივიდუალური განწყობა და შეგვიძლია, ცალკე მინი-სამყაროდ მოვიაზროთ; 2. ამავდროულად, ის საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა სახლებთან და ხალხმრავლობასთან, რადგან ის ქუჩის პირას მდებარეობს.

სახლის ოთახები ერთმანეთს არც თუ ისე ჰგავს – ეს ალბათ იმიტომ, რომ ოთახები ოჯახის კონკრეტული წევრების ინტერესებზეა მორგებული. მაგალითად, მისაღები ოთახი არის მუსიკალური სივრცე, რომელსაც დიდი მწვანე ფარდა ამშვენებს. თითქოს ეს ადგილი მზადაა, თეატრალურ სივრცედ გადაიქცეს. ზედა სართულზე განთავსებულია: ბიბლიოთეკა, დარბაზი, სასტუმრო ოთახი და სამუშაო ოთახი.

სახლი ერთგვაროვან, სადა ფერებშია გადაწყვეტილი და ავეჯიც ანალიგიურადვეა შერჩეული. სახლის გარე სივრცეს აქვს: აუზი, დიდი ეზო, ვერანდა ბაღში და კრიკეტის დახურული მოედანი.

დიზაინ სტუდია: Studio Bright

ფოტოგრაფი: Rory Gardiner

“ბოტანიკოში” ყველა ბინა ჭკვიანი სახლის სისტემით იქნება აღჭურვილი

როგორ მოვაწყოთ სტუდიოს ტიპის სახლი?