in

როგორ მოვაწყოთ სტუდიოს ტიპის სახლი?

სტუდიის ტიპის ბინაში ცხოვრება ნიშნავს, რომ თქვენ შემდეგი გამოწვევის წინაშე დგახართ: თუ როგორ მოაწყოთ ერთი დიდი ოთახი საძინებლად, მისაღებად, სამზარეულოდ, ოფისად ისე, რომ სახლში ქაოსი არ იყოს. ეს არც თუ ისე მარტივი ამოცანაა და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ სასარგებლო რჩევები ამ მხრივ:

1. გამოიყენეთ ერთი ფერი

ზემოხსენებული ქაოსის ასარიდებლად, ეცადეთ მთლიან სახლში გამოიყენოთ ერთი ფერი. თუმცა, ეცადეთ, იატაკი განსხვავებული ფერის იყოს, რათა შეიქმნას იმის განწყობა, რომ სივრცეს ოთახები აქვს. შეგიძლიათ, საამისოდ ხალიჩაც გამოიყენოთ.

2. შეიტანეთ საჭირო ნივთები ინტერიერში

მაგალითად, დადგით ოთახის ნახევრადგამყოფი, რომლის მიღმაც შეგეძლებათ, გამოიცვალოთ სამოსი. გარდა ამისა, შეიტანეთ ინტერიერში მცირე ზომის დივანი, რათა სტუმრებს შეეძლოთ კომფორტულად დაჯდომა.

3. კარის მაგივრად გამოიყენეთ ფარდა

პირადულობის შექმნის მიზნით, რასაკვირველია, კარს ვიყენებთ ხოლმე, თუმცა, თუ თქვენი სტუდია პატარაა, უფრო მეტად ნუ დააპატარავებთ სივრცეს – საამისოდ ფარდა გამოიყენეთ.

4. გახადეთ თქვენი სახლი ბედნიერ სივრცედ

მიუხედავად იმისა, რომ არის რისკი, ბევრმა ნახატმა თუ ფერმა სივრცის გადატვირთვა გამოიწვიოს, სტუდიის ტიპის სახლი ალბათ წარმოუდგენელია ცოტაოდენი მხიარულების გარეშე.. ამიტომაც, აუცილებლად იზრუნეთ ამაზე.

5. დამალეთ სამზარეულო

თუ თქვენ არ გინდათ, შეგექმნათ იმის განწყობა, რომ სამზარეულოში გძინავთ, არის ერთი მარტივი გამოსავალი – შიდა კარით დამალოთ ის.

6. მთლიანად გამოიყენეთ თავისუფალი სივრცე

ეს შეიძლება იყოს საწოლქვეშა სივრცე და დაამონტაჟეთ იქ სათავსოები.

7. დაკიდეთ ბევრი სარკე

ყველასთვის ცნობილია, რომ სარკეები სივრცეს ვიზუალურად ზრდის. ამიტომაც, აუცილებლად ბევრი სარკე გამოიყენეთ თქვენს ბინაში – სულ თუ არაფერი, ისინი მშვენივრად ასრულებენ დეკორატიულ როლს.

8. გამოიყენეთ კედლები სათავსოებად

თუკი არ იცით, თქვენი ავეჯი სად წაიღოთ ისე, რომ მან არც გზა ჩაკეტოს და არც ქაოსი შექმნას, შეგიძლიათ, ის თქვენს კედელზე დაკიდოთ.

9. მოირგეთ სამუშაო სივრცე

გასაშლელი მაგიდა შესანიშნავი გამოსავალია ამ შემთხვევაში – ესაა იდეალური გადაწყვეტა სახლიდან მუშაობის გასამარტივებლად. როცა საქმეს დაასრულებთ, მას უბრალოდ აკეცავთ და სივრცე პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება.

10. მიმართეთ არქიტექტურულ ხრიკებს

მაგალითად, გააკეთეთ მოსასვენებელი სივრცე ფანჯარასთან, რადიატორის მაღლა – ეს საკმაოდ გავრცელებული ტენდენციაა და გარდა პრაქტიკულისა, კომფორტული ადგილიცაა.

 

ავსტრალიური სახლი მკაცრი და დახვეწილი დიზაინით – Studio Bright-ის ნამუშევარი

Shakkei ანუ “ნასესხები ლანდშაფტი” ძველი აღმოსავლური ფილოსოფიით