in

რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ნატურალური მასალები კარის შერჩევისას?

ინტერიერის დიზაინის ტენდენციები ბუნებრივ ტექსტურებზე ან მათ იმიტაციებზეა ორიენტირებული. კარების დიზაინში ბუნებრივი მასალების გამოყენება ადვილი არ არის — ისინი სტატიკურ მდგომარეობაში ვერ იქნება და ექვემდებარება მუდმივ ზემოქმედებას, რაც ძალიან მალე მათ სასიამოვნო იერსახეს დააკარგვინებს. გარდა ამისა, ასეთი მასალები ძალიან მძიმეა და სათანადო მოვლას საჭიროებს.

ყველაზე მოთხოვნადი ტექსტურები:

  • ქვა (მარმარილო, გრანიტი, ბეტონი);
  • ტილო, ტყავი;
  • სხვადასხვა ტიპის და განსხვავებული ელფერების მქონე ხე.

დღესდღეობით ამ ტექსტურებისთვის ხელოვნური სტილიზაცია შემდეგი მასალების გამოყენებით იქმნება:

  • ლამინირებული მერქანბურბუშელას ფილა;
  • MDF (საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი ფილა) პოლივინილქლორიდის საფარით (PVC);
  • MDF HPL-პლასტმასით (შედგება კრაფტ-ქაღალდის რამდენიმე ფენისგან, რომლებიც მაღალი წნევისა და სითბოს ზემოქმედებით არის ერთმანეთზე დაწებებული);
  • ხის ვინირი.

ლამინირებული მერქანბურბუშელას ფილა

კარებისთვის შექმნილი ლამინირებულ პანელებს საფუძველში აქვს მაღალი წნევით დაპრესილი ნახერხისგან დამზადებული დაფა. ლამინირების პროცესში პანელები სხვადასხვა ტექსტურის სტილიზებული ფირით იფარება.

შესაძლებლობები და უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ღირებულება PVC-სთან, HPL-თან და ვინირთან შედარებით;
  • უფრო გამძლეა ვიდრე ხე და ბუნებრივი მასალები;
  • არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.

მინუსები და შეზღუდვები:

  • ასეთი პანელები არ ნაწევრდება;
  • ვარგისია მხოლოდ შენობაში მონტაჟისთვის — ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილების მიმართ მგრძნობიარეა.

MDF PVC ზედაპირით

ასეთი პანელები ტენიანობისადმი მდგრადი MDF დაფისგან მზადდება. ფირფიტა დაფარულია დეკორატიული 3D რელიეფური ფირით, რომლის ხარისხიც პანელის თვისებებს განსაზღვრავს.

შესაძლებლობები და უპირატესობები:

  • შესაძლებელია პანელების დანაწევრება;
  • მდგრადია ტენიანობის მიმართ;
  • ვარგისია როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში მონტაჟისთვის.

MDF HPL-პლასტმასის ზედაპირით

საფარი ბუნებრივი მასალების ფერთა რელიეფს გადმოსცემს და მის ტექსტურასთან შეხება სასიამოვნოა. HPL-პლასტმასა ანტივანდალურ ზედაპირად ითვლება — ეს ნიშნავს, რომ იგი საყოფაცხოვრებო დაზიანების მიმართ (დარტყმა, ცხოველის კლანჭები და ა.შ.) გამძლეა.

შესაძლებლობები და უპირატესობები:

  • ვარგისია როგორც შიდა, ასევე გარე მოხმარებისთვის;
  • მდგრადია ტენიანობისა და ექსტრემალური ტემპერატურის მიმართ;
  • უარყოფითი ზემოქმედებისადმი და ცუდი ამინდისადმი გამძლეა.

მინუსები და შეზღუდვები:

  • ასეთი პანელები არ ნაწევრდება.

ნატურალური ვინირი

ეს არის MDF დაფა, რომელიც ნატურალური ვინირის ფენით არის დაფარული. გასათვალისწინებელია, რომ პანელზე ვინირი ხელით მაგრდება, ამიტომ ხის ნიმუში ინდივიდუალური იქნება.

შესაძლებლობები და უპირატესობები:

  • ნატურალური ხის ტექსტურა შეღებვის შესაძლებლობით.

მინუსები და შეზღუდვები:

  • შესაფერისია მხოლოდ შიდა სივრცეებში მონტაჟისთვის (შესასვლელი და შიდა კარები);
  • არ ნაწევრდება.


ამ მასალებისგან დამზადებული პანელები ასრულებენ როგორც დეკორატიულ, ასევე ხმისა და თბოიზოლაციის ფუნქციას. მათ აქვს ფოლადის კორპუსი, რაც კარის სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

და ბოლოს, კარის ყიდვამდე უმჯობესია, საჭირო მოთხოვნებისა და მახასიათებლების სია შეადგინოთ, რათა შემდეგ შენაძენით კმაყოფილი დარჩეთ.

რუბრიკის წარმდგენია კარების კომპანია გაბილდი 

თანამედროვე ტიპის ბუხარი ინტერიერში – ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ

როგორ მოვწმინდოთ იატაკი სწორად?