in

5 მაღაზია თბილისში, სადაც საოფისე ავეჯს შეიძენთ

ნებისმიერი ტიპის ინტერიერს, იქნება ეს საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე, კეთილმოწყობა და გაფორმება აუცილებლად სჭირდება. იმ გარემოს ინტერიერის დიზაინი, ავეჯი, ფერები და აქსესუარები, სადაც ყოველ დღეს ვატარებთ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს სიმშვიდეზე, ენერგიულობასა თუ შრომისუნარიანობაზე. ამის გათვალისწინებით, როცა საქმე სამუშაო, საოფისე ფართების ავეჯის შერჩევას ეხება, დაკვირვება გვმართებს. homeis.ge წარმოგიდგენთ 6 მაღაზიას, სადაც საოფისე ავეჯის შეძენას შეძლებთ.

Ashley HomeStore

Devensted 2-Piece Home Office Desk | Ashley Furniture HomeStore | Home office furniture desk, Furniture, Home

მაღაზია Ashley HomeStore-ს კატალოგში აუცილებლად იხილავთ ისეთ საოფისე ავეჯს, რომელიც მოუხდება როგორც სახლის, პირად კაბინეტს, ასევე ნებისმიერ ოფისს. მაღაზიის დახვეწილი პროდუქცია ინტერიერში პროფესიონალური, პროდუქტიული ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.

იკეას პროდუქცია გორგიაში

Office Desks & Home Office Desks - IKEA

“იკეას” პროდუქციას გაცნობა არ სჭირდება – მისი ხარისხისა და მისაღები ფასების შესახებ ყველასთვის ცნობილია. თუმცა, შეიძლება ის არ იცოდეთ, რომ შვედური ბრენდი ოფისის ავეჯის საკმაოდ ფართო კოლექციებს აწარმოებს. საქართველოში “იკეას” პროდუქციის შეძენა ჰიპერმარკეტ “გორგიაშია” შესაძლებელი.

Office 1

მაღაზია “Office 1′ საოფისე ავეჯის საკმაოდ ფართო, მრავალფეროვან და დახვეწილ არჩევანს გვთავაზობს. მათ კატალოგში ნებისმიერი ავეჯისა თუ აქსესუარის შეძენას შეძლებთ, რომელიც შეიძლება ოფისში დაგჭირდეთ. იქნება ეს სკამები, სავარძლები, საკონფერენციო თუ სამუშაო მაგიდები, თაროები, სამეულები თუ ეზოს ავეჯი ოფისისთვის, “Office 1′-ის კატალოგში ნებისმიერ საჭირო დეტალს იპოვით.

ლაბორატორია ჩემი სახლი / Laboratory My Home

ლაბორატორია “ჩემი სახლი” მომხმარებელს მუდამ ელეგანტურ პროდუქციას სთავაზობს. გამონაკლისი არც მათი საოფისე ავეჯია – მაღაზიის კატალოგში ისეთი ფუნქციური ავეჯის შეძენა შეგიძლიათ, რომელიც თქვენს სამუშაო სივრცეს გამორჩეულს გახდის.

ჩემი ოფისი / My Office

მაღაზია “My Office” მომხმარებელს ყველა ტიპის ავეჯს სთავაზობს, რომელიც ოფისს აუცილებლად ესაჭიროება. მათი პროდუქციით თქვენი სამუშაო სივრცე სასიამოვნო, გამართული და ფუნქციური გახდება.

არქიტექტურა, რომელიც მატერიალურ, დროულ და სივრცულ მაჩვენებლებს ცდება – ინტერვიუ ვანო ქსნელაშვილთან

ბინა აღმაშენებლზე – ნინო ჩხარტიშვილის პროექტი