in

პატარა სამზარეულოს გონივრული მოწყობის 5 წესი

პატარა სამზარეულო შესაძლებელია მოხერხებულიც იყოს და ლამაზიც. საკმარისია მარტივი წესები გავითვალისწინოთ, რომლებსაც დღეს შემოგთავაზებთ.

დახურულ კარს მიღმა

პატარა სამზარეულოს გაფორმების დროს უპირატესობა უმჯობესია სათავსო სისტემებს მივანიჭოთ, ამით ისედაც პატარა სივრცეს ჩახერგვისგან დავიცავთ.  ინტერიერის ლამაზი ჭურჭლითა და სანელებლებიანი სინჯარებით გამრავალფეროვნების ძლიერი სურვილის შემთხევაში, შესაძლებელია რამდენიმე ღია თაროს დამატება, სადაც ყოველთვის წესრიგს შეინარჩუნებთ.

ყველაფერს თავისი ადგილი

სამზარეულოში ყველა ნივთს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, ამიტომ დიზაინ-პროექტის შედგენამდე აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ჭურჭლისა და სამზარეულოს ნივთების სია შეადგინეთ.

მოხერხებული სათავსოები

ეს რჩევა წინამორბედთან პირდაპირ კავშირია. როცა გადაწყვეტთ, თუ რა ნივთები გჭირდებათ სამზარეულოში, დაფიქრდით მათი განთავსების ადგილზე. ამ გზით სამზარეულოში მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შექმნით. მაგალითად, ნიჟარასთან ახლომდებარე კარადის ზედა ნაწილში შესაძლებელია თაროების მოწყობა ჭიქებისთვის. ყავის რიტუალისთვის საჭირო ყველა ნივთის დამალვა ცალკე კარადაშია შესაძლებელი, ასე სამზარეულოს სამუშაო ზედაპირზე სივრცეს შეინარჩუნებთ. კიდევ ერთი პრაქტიკული გადაწყვეტილებაა გამოსაწევი კალათები, რომლებიც ქვაბებისა და ტაფების შესანახად გამოდგება.

სიღრმე

კომფორტული სამზარეულოსთვის ყველაზე პრაქტიკული ამოცანა კარადებისა და სათავსოების სიღრმეების გაანგარიშებაა. ერთი მხრივ, მათში ყველაფერი აუცილებელი უნდა დაეტიოს – პატარა ფინჯნით დაწყებული, ბლენდერითა და წვენსაწურით დასრულებული. მეორე მხრივ, ავეჯმა მთლიანი სივრცე არ უნდა დაიკავოს და სამზარეულოში თავისუფალ გადაადგილებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

ფერთა გამა

პატარა სამზარეულოსთვის უმჯობესია ნატურალური ელფერები, რომლებიც ბუნებაში გვხვდება. ასევე არაა რეკომენდებული ზედმეტად ბევრი ფერის კომბინირება. ეფექტურია კარადების ფასადების კედლის ფერში შეღებვა და მათი სივრცეში გაზავება.

 

მცენარეების ცოცხალი “ხალიჩით” გადახურული ჭკვიანი სახლი მოსკოვში

Chalet Sno Marco Polo – გუდაურთან ერთად დაბადებული გამორჩეული ტიპის სრულიად ახალი დასასვენებელი შალეები