in ,

პენთჰაუსი ხვეული შიდა კიბით – ნინო ნოზაძის ახალი ნამუშევარი

დღეს დიზაინერ ნინო ნოზაძის მიერ შესრულებულ კიდევ ერთ გამორჩეულ პროექტზე გიამბობთ.

Banner M2
Banner M2

ეს ორსართულიანი საცხოვრებელი სივრცე “კრწანისი რეზიდენსის” დახურულ კომპლექსში მდებარეობს და ის განსაკუთრებული ესთეტიკით იპყრობს ყურადღებას.

ბინას გააჩნია საინტერესო გეგმარება. ზედა სართული სრულად გახსნილია და მასში საერთო მოხმარების სივრცეებია განთავსებული. აქ გვხვდება სამზარეულო, სასადილო, საერთო ოთახი და ტერასა. ხოლო ქვედა სართულზე განლაგებულია საძინებელები, სამუშაო ოთახი, საერთო ოთახი და აბაზანები.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სართულების დამაკავშირებელი ელეგანტური ხვეული კიბე, რომელიც ინტერიერს გამორჩეულ ხასიათს სძენს.

   

ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი

Arclinea – ლეგენდარული სამზარეულოების მწარმოებელი იტალიური ბრენდი

საფასადე სისტემები “ნამაის სტანდარტით”