in

Arclinea – ლეგენდარული სამზარეულოების მწარმოებელი იტალიური ბრენდი

Arclinea, ასევე ცნობილი, როგორც Arclinea Arredamenti Spa, იტალიური დიზაინის კომპანიაა, რომელიც კალდონიოში, იტალიაში 1925 წელს დაარსდა და სიღრმისეული პატივისცემითა და ოსტატობით შექმნილი ავეჯის წარმოებითაა ცნობილი. მისი დამფუძნებელი იყო სილვიო ფორტუნა, რომელმაც თავისი ბაბუის მიერ 1816 წელს დაწყებული ბიზნესი განაახლა სადურგლო მაღაზიის სახით. კომპანიას თავიდან “Ditta Silvio Fortuna, lavorazione meccanica del legno” ერქვა, თუმცა 1860 წელს რებრენდინგის შემდეგ “Arclinea Cucine Componibili” ეწოდა.

Onze bijzondere geschiedenis van 1925 tot vandaag • Arclinea
სილვია ფორტუნა
History | Arclinea Barcelona – Muebles de cocina italianos
Arclinea-ს პირველი რეკლამა

სწორედ 1960 წელს ბრენდმა სამზარეულოს ავეჯის მასიური, სერიული წარმოება დაიწყო. 1963 წელს Arclinea-მ საზოგადოებას წარუდგინა Claudia, პირველი სამზარეულო, რომელსაც ჩაშენებული ჰქონდა სხვადასხვა ინვენტარი და ტექნიკური აღჭურვილობა ადრეულ 80-იან წლებში ბრენდმა თავისი გუნდის ფარგლებს გარეთ მოღვაწე დიზაინერებთან დაიწყო კოლაბორაცია, რამაც გაამართლა და Arclinea-ს სახელი კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი და სასურველი გახადა.

Claudia – Arclinea-ს 1963 წლის მოდელი

Arclinea-ს სამზარეულო

გვიანდელ 90-იანებში ბრენდს მნიშვნელოვანი და საჭირო საქმიანი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ანტონიო ჩიტერიოსთან, ლეგენდარულ იტალიელ დიზაინერთან, რომელიც საბოლოოდ კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი გახდა. როგორც ჩიტერიო ამბობს, ის სრულად იზიარებს კომპანიის ფაქიზ მიდგომას სხვადასხვა მასალის, ავეჯის შექმნის პროცესისა და ტექნოლოგიისადმი, რომელიც მათ უმაღლესი ხარისხის მქონე პროდუქციაში სრულად აისახება. ამასთან ერთად, Arclinea-ს ყველა ნამუშევარი იტალიაში მზადდება და თითოეულ კოლექციაზე მუშაობისას ბოლომდე გამოიყენება მასალა, ვინაიდან კომპანია ეკომეგობრულია და ინდუსტრიული ნარჩენებით გარემოს დაბინძურების მოწინააღმდეგეა. ხელოვნებისადმი ამგვარი მიდგომის წყალობით Arclinea მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პრემიუმ ბრენდი გახდა.

Convivium, built-in table, Products - Arclinea

Convinium – ანტონიო ჩიტერიოს დიზაინით შექმნილი სამზარეულო

 

Italia – ანტონიო ჩიტერიოს დიზაინით შექმნილი სამზარეულო

Arclinea-ს წარმომადგენლების თქმით, ბრენდის მიერ დასახული უმთავრესი მიზანი ადამიანების ცხოვრების დონის ამაღლებაა. სწორედ ამიტომ, კომპანიის მიერ შექმნილი თითოეული პროდუქტი ჰარმონიულია, იდეალურად ეხამება ნებისმიერი ტიპის ინტერიერის დიზაინს და, რაც მთავარია, სხვადასხვა კოლექციის ექსპონენტებსაც კი აქვთ ერთმანეთის შევსებისა და საერთო ვიზუალის გაუმჯობესების ძალა. ბრენდის ავეჯი სახელგანთქმულია პრაქტიკულობით, თუმცა, როგორც ვიცით, ძნელია ისეთი სამზარეულოს მოწყობა, რომელიც ჩვენი ცხოვრების სტილსაც მოერგება, დროის გამოწვევასაც გაუძლებს და ამავე დროს ესთეტიკურ მოთხოვნილებებსაც დაგვიკმაყოფილებს. Arclinea-ს სამზარეულოები ამ მხრივ ნამდვილი გამონაკლისი და ფენომენია – ამ ბრენდში კომფორტი და მშვენიერება ერთმანეთთანაა შერწყმული.

Arclinea-ს თანამედროვე სამზარეულო

 

არტ-დეკოს სტილი ინტერიერში

პენთჰაუსი ხვეული შიდა კიბით – ნინო ნოზაძის ახალი ნამუშევარი