in

8 ადგილი თბილისში, სადაც ფანჯარას შეიძენთ

ფანჯარა ნებისმიერი სახლისა თუ ბინის განუყოფელი ელემენტია. გარდა იმისა, რომ ის სახლის დაცულობას, უსაფრთხოებასა და მყუდროებას განაპირობებს, ბუნებრივი სინათლის უშრეტ წყაროს უზრუნველყოფს. ამავდროულად, თანამედროვე ინტერიერში დიზაინერები ყურადღებას თითოეულ დეტალზე ამახვილებენ და ცდილობენ, ნებისმიერი პროდუქტი სივრცეს მიუსადაგონ და ის მეტად მიმზიდველი გახადონ, ამიტომ ამ თვალსაზრისით, ფანჯრებსაც დიდი ყურადღება ექცევა და სასურველი დიზაინის არჩევის შემთხვევაში, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ოთახის იერსახესა და მომხიბვლელობას. დღეს სწორედ იმ კომპანიებს გაგაცნობთ, სადაც ფანჯრების შეძენას შეძლებთ.

1. Reynaers Aluminium Georgia

Reynaers Aluminium Georgia გთავაზობთ თანამედროვე სტანდარტებით შექმნილ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, რომელიც თქვენი სახლის კომფორტსა და სილამაზეს განსაზღვრავს. გარდა ვიზუალური მრავალფეროვნებისა და ხარისხისა, კომპანიის მიერ წარმოებული ფანჯრები თვითრეგულირებადი ვენტილაციის სისტემითაც გამოირჩევა, რომელიც ავტომატურად აბალანსებს ჰაერის მიწოდებას ქარის წნევის მიხედვით და ჯანსაღ, სუფთა, პოზიტიურ გარემოს განაპირობებს.

2. Alutech Georgia

Alutech Georgia წარმოადგენს პრემიუმ კლასის თურქული ბრენდის Alutech-ის ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში. კომპანიის მიერ წარმოებული ფანჯრები მდგრადია სხვადასხვა ბუნებრივი პირობების ზემოქმედების მიმართ, ხასიათდება ენერგოეფექტურობით, კარგად ინარჩუნებს ზამთარში სითბოს, ზაფხულში კი სიგრილეს. ამ პროდუქტის გამოყენებით არც ზედმეტი ხმაური შეგაწუხებთ და სახლს მეტ სიმყუდროვეს შემატებთ.

3. მეგობრობა საწარმო

მეგობრობის” მრავალპროფილური საწარმო, რომელიც 2005 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, სხვადასხვა ტიპის მომსახურებასთან ერთად ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის ფანჯრების დამზადებას სთავაზობს მომხმარებელს. სასურველი დიზაინისა და ფერის პროდუქტის შერჩევით, საცხოვრებელს თქვენი გემოვნების მიხედვით მოაწყობთ და კომფორტულ, სასიამოვნო, თანამედროვე და მომხიბვლელ გარემოს უზრუნველყოფთ.

4. ორნამენტი 

დღის შუქის დიდი რაოდენობით შემოდინების და სივრცის მოცულობის გაზრდის საუკეთესო გადაწყვეტილება სახლში მრავლად დამონტაჟებული ფანჯრებია. მის პრაქტიკულ გამოყენებასთან ერთად, უმჯობესია დიზაინზეც გავაკეთოთ აქცენტი და განსხვავებული ფერისა თუ ფორმის ფანჯრებით სივრცის ვიზუალური ეფექტი გავზარდოთ. ერთ-ერთი ასეთი საწარმო, სადაც თქვენთვის შესაფერის ფანჯრებს შეარჩევთ “ორნამენტია”.

5. ოპტიმუმი

რემონტის პროცესში უამრავ საკითხზე ფიქრი ერთდროულად გვიწევს, ამიტომ უმჯობესია წინასწარ გაეცნოთ ისეთი კომპანიებს, რომლებიც თქვენთვის სასურველ პროდუქტს დაამზადებენ. ერთ-ერთი ასეთი სივრცე “ოპტიმუმია”, რომელიც ქარხნული ტექნოლოგიებით დამზადებულ კარ – ფანჯრებს აწარმოებს. შოურუმში შეგიძლიათ შეარჩიოთ განსხვავებული დიზაინის მოდელები და სახლის ინტერიერი მეტად გაალამაზოთ.

6. ალბატროსი

კომპანია “ალბატროსი” ხის ტექსტურის მქონე მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ სლაიდურ კარ – ფანჯრებს  სთავაზობს მომხმარებლებს, რათა სახლში მუდმივად სიმყუდროვე, სითბო, უსაფრთხოება და სასიამოვნო ატმოსფერო შეინარჩუნოთ. სასურველი ზომის, ფორმისა და ფერის მოდელების შერჩევა კომპანიის შოურუმშია შესაძლებელი, რომელსაც მარტივად მიუსადაგებთ განსხვავებული სტილის მქონე ინტერიერს.

7. Roto Georgia 

2006 წლიდან საქართველოს ბაზარზე, ევროპული ბრენდის “როტო ფრანკის” პროდუქტი გამოჩნდა, რომელიც კარ – ფანჯრების მრავალფეროვან ნაწარმს სთავაზობს მომხმარებლებს. შოურუმში შეხვდებით განსხვავებული ფორმისა და ფერის მოდელებს, მათ შორის ჭერის ფანჯრებს, რომელთა ინტერიერში ინტეგრაციით, თქვენ სახლს თანამედროვე, მოდურ და საინტერესო იერსახის მქონე სივრცედ აქცევთ და კომფორტულ გარემოს შეიქმნით.

8. LAZI

LAZI კიდევ ერთი სივრცეა, სადაც თქვენთვის მისაღებ პროდუქტს შეიძენთ. კომპანია გთავაზობთ ხისა და ალუმინის ფანჯრების დამზადების სერვისს. ისინი გარდა იმისა, რომ ვიზუალური მახასიათებლებით გამოირჩევა, კარგი საშუალებაა სითბოს იზოლაციისთვის და ხმაურისაგან დასაცავად. ამიტომ, კომფორტული და მომხიბვლელი ინტერიერის შესაქმნელად, შეგიძლიათ საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთ კომპანიას, LAZI-ის მიმართოთ.

ბუნებასთან იდეალურად შერწყმული სახლი ლონგ აილენდზე

როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტი სწორად ინტერიერის მოწყობისას – Spott Studio-ს გიდი