in

კედლის ფერები, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებს კარგად ეხამება

სახლისთვის საღებავის შერჩევისას მხოლოდ მისი გამოყენების სპეციფიკისა და ოთახის განათების გათვალისწინება არ არის საკმარისი. ისინი, ვინც ხელოვნების ნიმუშებით არიან დაინტერესებულნი — იქნება ეს ხელმისაწვდომი პრინტები თუ ცნობილი, ძვირადღირებული ნამუშევრები — უნდა დარწმუნდნენ, რომ ჩარჩოში ჩასმული ყველა ნამუშევარი კედლებთან შესაფერისად გამოიყურება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეთრი კედლები გჭირდებათ.

კლერ სიმპსონი, Dulwich Picture Gallery-ის გამოფენების ხელმძღვანელი, ამბობს: „გამოიყენეთ ხელოვნების ნიმუშის პალიტრა როგორც საწყისი წერტილი და მოძებნეთ მოულოდნელი აქცენტები. საღებავმა ნამუშევარს კონკურენცია არ უნდა გაუწიოს, ასე რომ იპოვეთ ბალანსი, რათა შეინარჩუნოთ გაბედულობა დომინირების გარეშე. ნუ შეგეშინდებათ მუქი ელფერების გამოყენების, რადგან მათმა ინტენსივობამ შეიძლება ნამდვილი დრამა შექმნას. გამოიყენეთ მქრქალი საღებავი, რადგან ის ხელს უშლის ბზინვარებას და განათების არეკვლას“.

„თუ გსურთ, რომ კედელზე დაკიდოთ ნახატი, რომელიც ყვითელი ლაქით არის დამუშავებული, კედლისთვის შეარჩიეთ საღებავის ფერი, რომელიც მასთან კონტრასტს ქმნის“, — ამბობს კეროლაინ კორბო-პარსონი, Tate Britain-ის კურატორი. „ასეთ შემთხვევაში, იასამნისფერი ელფერები გამოგადგებათ — ბადრიჯნისფერი და მუქი წითელი განსაკუთრებით კარგია“.

ქვემოთ მოყვანილი მაგალითები მოწმობს, თუ რამდენად კარგად შეიძლება გამოიყურებოდეს ხელოვნების ნიმუში, როდესაც ის კედლის სწორ ფერთან არის შეხამებული.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ნათელი ბინა ღია გეგმარებით ჭავჭავაძეზე – ნინი ჯღამაძის ნამუშევარი

ბუნებასთან იდეალურად შერწყმული სახლი ლონგ აილენდზე